პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 13. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა.

2.გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო.

3.უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტი, რომელმაც პროფესიული სტუდენტის სტატუსი უცხო ქვეყანაში აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვა, საქართველოს პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე.

4.გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტი, რომელმაც პროფესიული სტუდენტის სტატუსი საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვა, უცხო ქვეყნის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.დაუშვებელია გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყანაში წასული პროფესიული სტუდენტისთვის ამ სტატუსის შეჩერება.

6.გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსული პროფესიული სტუდენტი საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებას მისთვის დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში არ ეთვლება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა. 2. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო. 3. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტი, რომელმაც პროფესიული სტუდენტის სტატუსი უცხო ქვეყანაში აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვა, საქართველოს პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე. 4. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტი, რომელმაც პროფესიული სტუდენტის სტატუსი საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვა, უცხო ქვეყნის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. დაუშვებელია გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყანაში წასული პროფესიული სტუდენტისთვის ამ სტატუსის შეჩერება. 6. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსული პროფესიული სტუდენტი საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებას მისთვის დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში არ ეთვლება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34¹63⁶2949²46¹50¹16¹2 (და…121092713
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული განათლების …უმაღლესი განათლების შე…ზოგადი განათლების შესა…დასაქმების ხელშეწყობის…ეროვნული საკვალიფიკაცი…ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა