საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

მუხლი 2. საკონსულო მოსაკრებლის გადახდევინების წესი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 15 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის.

1¹.თუ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილია საქართველოს ინტერესთა სექცია, საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საქართველოს ინტერესთა სექციის მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ამ კანონის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე ნაცვალგების საფუძველზე.

3.ნაცვალგების საფუძველზე საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო საქართველოს მოქალაქის მიმართ იყენებს ზოგადი წესისაგან განსხვავებულ წესს, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2376 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 15 აპრ. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 22 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
45196⁷312³13428827¹70272
მნიშვნელობით ახლოსსაკონსულო მოსაკრებლის …საკონსულო საქმიანობის …საქართველოს 2026 წლის …უცხოელთა და მოქალაქეობ…ადგილობრივი მოსაკრებლე…დიპლომატიური სამსახური…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა