საკონსულო საქმიანობის შესახებ

მუხლი 8. საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნა და განთავისუფლება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საკონსულო  თანამდებობის  პირად  შეიძლება  დაინიშნოს  პირი, რომელიც აკმაყოფილებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, დიპლომატიური თანამდებობის პირის როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, გავლილი აქვს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური სასწავლო პროგრამა და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.

2.საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნისა და განთავისუფლების ზოგადი საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.

3.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის მოთხოვნა არ ვრცელდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირსა და უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე.

4.საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობაზე დანიშვნისას სამინისტროსგან იღებს წერილობით რწმუნებას − საკონსულო პატენტს.

5.საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონსულო ფუნქციების შესრულებას შეუდგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის − ეგზეკვატურის − მიღების შემდეგ.

6.საჭიროების შემთხვევაში და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი შეიძლება საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად მივლინებულ იქნეს ეგზეკვატურის მიღებამდე. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4140 – ვებგვერდი, 10.01.2019წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 24 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 23 სექ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17222321132991026313278
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაკონსულო საქმიანობის …დიპლომატიური სამსახური…საკონსულო მოსაკრებლის …უცხოეთში მცხოვრები თან…საქართველოს 2026 წლის …უცხოეთის აგენტების რეგ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა