1.საქართველოში მოსაკრებლების სტრუქტურას, ოდენობასა და შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.
2.მოსაკრებლების გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები ვალდებული არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლები.
3.დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.
3¹.საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევისთვის გადახდილი ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი მოსაკრებლისგან. დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევისთვის გადახდილ ანაზღაურებაზე რაიმე სახის მოსაკრებლის დაწესება, შემოღება და გადახდევინება.
4.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით ორგანოებს აღმასრულებელი ორგანოების წარდგინებით შეუძლიათ შემოიღონ მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონით დაწესებული ადგილობრივი მოსაკრებლები. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1700 - სსმ I, № 29, 12.10.2009 წ., მუხ. 183 საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5601 – ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1249 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2763 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6972-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.
