ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 2. სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამართლებრივი აქტი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) შესასრულებლად სავალდებულო აქტი.

2.სამართლებრივი აქტის სახეებია: ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი.

3.ნორმატიული აქტი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

4.ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში.

5.დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება (გამოცემა) და ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება (გამოცემა). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • დაუშვებლობა (T5)

    პოლიციელის დათხოვნის ბრძანების ბათილობა, სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასი

    დავა შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან პოლიციელის დათხოვნის ბრძანების ბათილობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში პირადი განცხადებით დათხოვნას სპეციალური სამსახურის წესი აწესრიგებდა და ამ ურთიერთობაზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 109-ე მუხლი არ ვრცელდებოდა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უცვლელად დატოვა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

  • დაუშვებლობა (T5)

    მერის უარის აქტების ბათილობა და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ფასთა ინდექსაციის წესის გამოყენების დავალება

    დავა შეეხებოდა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის უარს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ფასთა ინდექსაციის წესის გავრცელების მოთხოვნის განხილვაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული წესი შინაარსით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია და იგი გამოქვეყნების დღეს ამოქმედდა. ვინაიდან მიმართვის ვადის ბოლო დღე უქმეს დაემთხვა, განცხადების წარდგენა მომდევნო სამუშაო დღეს დასაშვები იყო. სასამართლომ მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და სააპელაციო განჩინება უცვლელად დატოვა.

  • დაუშვებლობა (T5)

    მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებისა და სხვა პირის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილობა

    თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა. დავა ეხებოდა მუნიციპალიტეტის საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებას და მიწის ნაკვეთზე სხვა პირის საკუთრების რეგისტრაციას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადასტურება რეგისტრაციისთვის საკმარისი საფუძველი იყო. სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დატოვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 15 ოქტ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 თებ. 2025
  2. პირველ და მესამე პუნქტებში სამართლებრივი და ნორმატიული აქტის განმარტებიდან ამოღებულია სიტყვა „სახელმწიფო“, ამიტომ აქტის გამომცემი არის უფლებამოსილი ორგანო.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27³82423²7123122738762
მითითებამნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს მთავრობის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა