ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 7. ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართება

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები იყოფა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას.

2.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების სახეებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი; ბ) ა ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი. გ) (ამოღებულია - 06.10.20, №14).

3.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი. გ) (ამოღებულია - 06.10.20, №14).

4.ნორმატიული აქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.

5.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.

6.თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.

7.თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

8.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად.

9.უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის გათვალიწინებით: ა) საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიმართ; ბ) საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 11

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებზე საკუთრების რეგისტრაციის დავალება

    კოოპერატივი ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის, აგრეთვე საჩივარზე უარის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა 2012 წლის 1 იანვრიდან დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ან თვითნებურად დაკავებული მიწის საკუთრებად აღიარების შესაძლებლობა, ხოლო მოგვიანებით მიღებული რეგისტრაციის კანონი ამ უფლებას არ აღადგენს. კოოპერატივს უფლება დადგენილ ვადაში არ განუხორციელებია და სხვა უფლებადამდგენი დოკუმენტიც არ წარუდგენია. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებული აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

    მოიჯარე კომპანია შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ მოითხოვდა მისი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებული აქტების ბათილად ცნობასა და ახალი აქტის გამოცემას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოიჯარეს ჰქონდა კანონიერი ინტერესი, გაესაჩივრებინა ყადაღადადებული ქონების იჯარით გაცემაზე თანხმობის ძალადაკარგულად გამოცხადება, რადგან თანხმობა მისი იჯარის ხელშეკრულების ნამდვილობის საფუძველი იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სხვა პირისთვის დაკისრებული საგადასახადო ჯარიმის ოქმი მოიჯარის კანონიერ ინტერესს არ შეხებია. სააპელაციო განჩინება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სადავო აქტები ნაწილობრივ გაბათილდა და შემოსავლების სამსახურს თანხმობის საკითხთან დაკავშირებულ საჩივარზე ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    უკანონო მსჯავრდებისა და პატიმრობის პირობების გამო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

    მოსარჩელე საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან ითხოვდა პატიმრობასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შემდგომი განაჩენით წინა სასჯელის მოუხდელი ნაწილის მიმატება არ აკანონებს მოგვიანებით გაუქმებული მსჯავრდების გამო მოხდილ სასჯელს. მორალური ზიანის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია უკანონოდ მოხდილი სასჯელის სრული პერიოდი და საქმის ინდივიდუალური გარემოებები. სასამართლომ მორალური ზიანის მოთხოვნაზე უარის ნაწილი სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

  • დაუშვებლობა (T5)

    საკუთრების უფლების დადასტურებაზე უარისა და ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საკუთრების დადასტურების აქ

    დავა შეეხებოდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებაზე უარს და სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დავა სახელშეკრულებო ხასიათისაა, ხოლო სპეციალური წესის მიზნებისთვის შესაბამისი აუქციონის ოქმი შეიძლება დამოუკიდებლად მოექცეს ხელშეკრულების ცნებაში. სასამართლომ საქმის კონკრეტული გარემოებების ერთობლიობით საკუთრების დადასტურების მატერიალური წინაპირობები დადგენილად მიიჩნია. საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი და სარჩელის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

  • დაუშვებლობა (T5)

    არაელექტრონული პირადობის მოწმობის ბაკურიანში გადაცემაზე უარისა და ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფის ნაწილში აქტების ბათილად ცნობა და მოწმობის გაცემის უზრუნველყო

    დავა შეეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარს, რწმენის საფუძველზე მოთხოვნილი არაელექტრონული პირადობის მოწმობა ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით გადაეცა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ განცხადების განხილვის თბილისის სამსახურისთვის მიკუთვნება არ გამორიცხავს მოწმობის სხვა უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით გადაცემას. სასამართლომ შესაბამისი ნორმები რელიგიის თავისუფლებისა და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების გათვალისწინებით განმარტა. სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომელმაც სარჩელი დააკმაყოფილა.

  • დაუშვებლობა (T5)

    საპრივატიზებო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება

    სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მყიდველისგან საპრივატიზებო ხელშეკრულების დარღვევისთვის პირგასამტეხლო მოითხოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საბანკო გარანტიის გამოთხოვა თავისთავად არ გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრებას, თუმცა საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეიძლება მისი შემცირების საფუძველი იყოს. სასამართლოს შეუძლია შეამციროს მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი სახელშეკრულებო პირგასამტეხლო; მინისტრის დებულებაში მისი გამოთვლის წესის მითითებამ განსახილველი პირგასამტეხლო კანონისმიერად არ აქცია. სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომელმაც დარჩენილი თანხის დაკისრებაზე უარი თქვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 20 ივნ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-7 მუხლის პირველ და მესამე პუნქტებში კანონი და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი გაერთიანდა „ბ“ ქვეპუნქტში, ხოლო ცალკე „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7143111112811467
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო ენის შესახე…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა