ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 23². ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი უნდა ითქვას, თუ: ა) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), თან არ ახლავს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან/და გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრომ გასცა დადებითი დასკვნა ან ამ კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ ნორმატიულ აქტს არ ახლავს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ გაცემული ხელახალი დადებითი დასკვნა. ბ) ნორმატიული აქტი გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-4 მუხლის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა და 23 1 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

2.ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 8 აგვისტოს კანონი №210 - ვებგვერდი, 08.08.2014 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 25 მაისის კანონი №243 - ვებგვერდი, 30.05.2017 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 16 აგვისტოს კანონი №26 - ვებგვერდი, 21.08.2019 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 13 სექტემბრის კანონი №30 - ვებგვერდი, 13.09.2019 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 იანვრის კანონი №01 - ვებგვერდი, 21.01.2025 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 7 თებერვლის კანონი №03 - ვებგვერდი, 11.02.2025 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 18.09.2026 წ. თავი VI ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 18 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში პროექტზე დადებითი დასკვნის გამცემი სამინისტროს სახელწოდება ახლა ემთხვევა იმავე ქვეპუნქტის დანარჩენ ნაწილებში გამოყენებულ სახელწოდებას: იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო.

  2. · გამოქვეყნდა 11 თებ. 2025

    გამოქვეყნებაზე უარის საფუძველი („ა“ ქვეპუნქტი) ახლა უკავშირდება სამინისტროს მიერ გაცემულ დასკვნას; ამოღებულია ერთი ძველი რედაქცია, ხოლო ერთ ადგილას სამინისტრო დასახელებულია როგორც იუსტიციის, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო.

  3. · გამოქვეყნდა 21 იან. 2025
  4. · გამოქვეყნდა 21 აგვ. 2019
  5. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში საფუძვლები ახლა „ან/და“ კავშირითაა დაკავშირებული. დაემატა უარის ახალი საფუძველი — ხელახალი დადებითი დასკვნის არარსებობა მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის ვადის გასვლის შემდეგ.

  6. 23² მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში დაემატა გამონაკლისი უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისთვის.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
106²332827423¹162426¹221227262423²
მითითებამნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს ზოგადი ადმ…სახელმწიფო ენის შესახე…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა