1.შს ორგანოს თანამშრომელი ექვემდებარება ატესტაციას, რომლის მიზანია განსაზღვროს, თუ რამდენად შეეფერება იგი დაკავებულ თანამდებობას.
2.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს შესაძლოა ჩაუტარდეს ატესტირება 3 წელიწადში ერთხელ, ასევე სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემთხვევაში.
3.ატესტაციის მოწყობის ვადებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს შს მინისტრი. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №722 - სსმ III, №163, 05.12.2006წ., მუხ.2219

