საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 63². ატესტაცია

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოსამსახურეთა ატესტაციის მიზანია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქმიანობის სრულყოფა და მის სისტემაში დასაქმებულ მოსამსახურეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებული თანამდებობის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის პერიოდული შეფასება.

2.ატესტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სამსახურის უფროსი თავისი ინიციატივით ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან სააგენტოს უფროსის მიმართვის საფუძველზე.

3.ატესტაციას არ ექვემდებარება მოსამსახურე, რომელიც თანამდებობაზე დანიშნულია გამოსაცდელი ვადით.

4.ერთი და იმავე მოსამსახურის ატესტაცია დასაშვებია წელიწადში არაუმეტეს ერთხელ, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს მოსამსახურის: ა) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას; ბ) საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნის დონის შემოწმებას, გასაუბრების ან ტესტირების და გასაუბრების ფორმით.

5.ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით საატესტაციო კომისია ადგენს შემდეგს: ა) ატესტაციას დაქვემდებარებული მოსამსახურე შეესაბამება დაკავებული თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებს; ბ) ატესტაციას დაქვემდებარებული მოსამსახურე არ შეესაბამება დაკავებული თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებს.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურე აგრძელებს საქმიანობას დაკავებულ თანამდებობაზე.

7.ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია სამსახურის უფროსს მიმართავს რეკომენდაციით მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

8.საატესტაციო კომისიის შემადგენლობა, საატესტაციო თემატიკა, მოსამსახურის შეფასების წესი და პირობები განისაზღვრება სამსახურის უფროსის შესაბამისი აქტით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 6 მაისის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 10.05.2022 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455863²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა