Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებმუხლი 15

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

მუხლი 15. სამსახურის თანამშრომელი

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სამსახურის თანამშრომელი არის სახელმწიფო მოსამსახურე.

2.სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიაროს ატესტაცია, რომლის პერიოდულობასა და ჩატარების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

3.თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამსახურის თანამშრომელს ენიჭება სპეციალური წოდება. მას ასევე ენიჭება სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება.

4.სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივი ფორმის სახესა და ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5.სამსახურის თანამშრომელს თავისი ვინაობისა და უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და სპეციალური ჟეტონი.

6.სამსახურში ანაზღაურების გარეშე, პროფესიული ცოდნის ამაღლების მიზნით სტაჟირება შეიძლება გაიაროს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არ იქნება აღჭურვილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამსახურის მოსამსახურის უფლებამოსილებით. სტაჟიორის უფლებამოსილებებს, შერჩევასა და სამსახურის გავლის პირობებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

7.საქართველოს მოქალაქე პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით სამსახურში შეიძლება დაინიშნოს სამსახურის სტაჟიორის თანამდებობაზე. სამსახურის სტაჟიორის უფლებამოსილებებს, მისი შერჩევისა და მის მიერ სამსახურის გავლის პირობებსა და თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში სტაჟირების ვადაა 6 თვე. სტაჟირების ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 6 თვით. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6329 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1 049 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 23 სექ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 2 იან. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 23 სექ. 2013
  2. 12 ივნ. 2012

    მე-15 მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი სამსახურის სტაჟიორის თანამდებობაზე მოქალაქის დანიშვნის შესახებ, რომლის უფლებამოსილებასა და პირობებს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს, და მე-8 პუნქტი 6-თვიანი სტაჟირების ვადით, რომელიც კიდევ 6 თვით შეიძლება გაგრძელდეს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №17

  • 2 ცვლილება · ბოლო 23 სექ. 2013
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 22სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა
  • 16სამსახურში მიღების ზოგადი მოთხოვნები

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 18სტაჟირება

პენიტენციური კოდექსი

  • 11პირის სამსახურში მიღება
  • 12პირის სამსახურში მიღების სპეციალური პირობები
  • 15სამსახურის ვადა. გამოსაცდელი ვადა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 84²სტაჟიორისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 15⁶ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
  • 16სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სტატუსი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11³პირის მოსამსახურედ მიღების წესი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 40მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 23სააგენტოს მოსამსახურე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³15⁶162216184084²2311121515
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შრომის კოდ…პენიტენციური კოდექსისაჯარო სამსახურის შესა…სახელმწიფო დაცვის სპეც…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026