დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 9. პრობაციის ოფიცერი

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პრობაციის ოფიცერი არის პრობაციის ბიუროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

2.პრობაციის ოფიცერი თანამდებობაზე ინიშნება 3 თვის გამოსაცდელი ვადით. პრობაციის ოფიცერი ამ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სასწავლო ცენტრში გადის პრობაციის ოფიცრის სპეციალურ სასწავლო კურსს და მისი დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას.

3.პრობაციის ოფიცრის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩაუბარებლობა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების გარდა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია.

4.სააგენტო პრობაციის ოფიცერს თანამდებობაზე დანიშვნისთანავე უზრუნველყოფს სამსახურებრივი ბეჭდით.

5.პრობაციის ოფიცერი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეიძლება აღჭურვილი იყოს სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული, ჩართული ვიდეო- და აუდიოაპარატურით, რომლის გამოყენების წესი განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციით“. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 1 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²⁵4052515⁶15⁵154584²3415129
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…სახელმწიფო დაცვის სპეც…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ფინანსთა ს…საჯარო სამსახურის შესა…პროკურატურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა