სამხედრო ძალების თადარიგის ოფიცრებს შს ორგანოებში მიღებისა და შსს კადრებში ჩარიცხვისას ენიჭებათ, როგორც წესი, თადარიგის წოდების შესაბამისი სპეციალური წოდება. პირებს, რომლებსაც გასული აქვთ რეზერვში მორიგი სამხედრო წოდების ნამსახურობის ვადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებში ჩარიცხვისას ენიჭებათ თადარიგის წოდებაზე ერთი საფეხურით მაღალი სპეციალური წოდება, მაგრამ ეს წოდება არ უნდა აღემატებოდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამის ზღვრულ წოდებას. აგრეთვე სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მოსამსახურეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებში ჩარიცხვის შემდეგ, მორიგ სპეციალურ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 დეკემბრის ბრძანებულება №519 - სსმ III, №117, 14.12.2000 წ., მუხ.946
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 25
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
14 აგვ. 2000 – ახლა ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

