Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 45

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 45. მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების წესი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით, საფეხურის გამოტოვების გარეშე.

2.სამხედრო მოსამსახურეს (გარდა უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისა) მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები: ა) გავიდა მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, გარდა ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) სამხედრო მოსამსახურე აკმაყოფილებს მისანიჭებელი მორიგი სამხედრო წოდებისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; გ) სამხედრო მოსამსახურეს უკავია ფაქტობრივ სამხედრო წოდებაზე მაღალი საშტატო კატეგორიის თანამდებობა; დ) შერჩევის საბჭომ მიიღო მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების (წოდებრივი დაწინაურების) შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი კატეგორიებისთვის, რომელთა წოდებრივი დაწინაურება ხდება ცენტრალიზებულად, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით.

3.სამხედრო მოსამსახურე ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად − აგრეთვე ამავე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4.ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდება შეიძლება მიენიჭოს პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს, თუ მას 2 წლის განმავლობაში ეკავა პოლკოვნიკის თანამდებობა და 1 წლის განმავლობაში − უმაღლესი ოფიცრის საშტატო კატეგორიის თანამდებობა.

5.სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურების წესი და პროცედურები, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი კატეგორიები, რომელთა წოდებრივი დაწინაურება ხდება ცენტრალიზებულად, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

6.სამხედრო წოდებას, გარდა ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდებისა, ანიჭებს მინისტრი.

7.ოფიცრის უმაღლეს სამხედრო წოდებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

8.ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო მოსამსახურის კანდიდატურას წარადგენს მინისტრი.

9.სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ვადამდე შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს.

10.სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო წოდება შეიძლება დროებით მიენიჭოს ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით, საფეხურის გამოტოვების გარეშე. 2. სამხედრო მოსამსახურეს (გარდა უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისა) მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები: ა) გავიდა მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, გარდა ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ)  სამხედრო მოსამსახურე აკმაყოფილებს მისანიჭებელი მორიგი სამხედრო წოდებისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; გ) სამხედრო მოსამსახურეს უკავია ფაქტობრივ სამხედრო წოდებაზე მაღალი საშტატო კატეგორიის თანამდებობა; დ) შერჩევის საბჭომ მიიღო მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების (წოდებრივი დაწინაურების) შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი კატეგორიებისთვის, რომელთა წოდებრივი დაწინაურება ხდება ცენტრალიზებულად, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სამხედრო მოსამსახურე ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად   უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად − აგრეთვე ამავე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 4. ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდება შეიძლება მიენიჭოს პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს, თუ მას 2 წლის განმავლობაში ეკავა პოლკოვნიკის თანამდებობა და 1 წლის განმავლობაში − უმაღლესი ოფიცრის საშტატო კატეგორიის თანამდებობა. 5. სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურების წესი და პროცედურები, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი კატეგორიები, რომელთა წოდებრივი დაწინაურება ხდება ცენტრალიზებულად, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 6. სამხედრო წოდებას, გარდა ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდებისა, ანიჭებს მინისტრი. 7. ოფიცრის უმაღლეს სამხედრო წოდებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი. 8. ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო მოსამსახურის კანდიდატურას წარადგენს მინისტრი. 9. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ვადამდე შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს. 10. სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო წოდება შეიძლება დროებით მიენიჭოს ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 26 ივნ. 2025

    45-ე მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომელიც 72-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წოდების დროებით მინიჭების შესაძლებლობას ადგენს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 44შემდეგი მუხლი 46

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2026 · №12

  • 1 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2025
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 72

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 44სამხედრო სამსახურის ვადა მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად
  • 43სამხედრო წოდების მინიჭება
  • 46სამხედრო წოდების მინიჭების შეზღუდვა

პენიტენციური კოდექსი

  • 17მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა
  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 23კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდების მინიჭება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹⁶მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა

სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

  • 5⁵საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდებები
  • 6სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად
  • 8სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 46სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა
  • 52²სამხედრო წოდების ჩამორთმევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4652²5⁵6811¹⁶23724443461714545
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…დანაშაულის პრევენციის,…სახელმწიფო სპეციალური …საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026