ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

მუხლი 1 (დანართი 3). მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის დამატება ჩამონათვალში

რედაქცია №46 კონსოლიდირებული · 10 აპრ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების დანართი №4-ით გათვალისწინებული მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია ამ ბრძანების დანართი №4-ით გაუთვალისწინებელი მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/ სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის დამატების, ხოლო არსებულის შეცვლის ან ამოღების მოთხოვნით განცხადებით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში - ცენტრი) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად წელიწადში ორჯერ. მიმართვის ვადები დგინდება ყოველწლიურად, ცენტრის დირექტორის მიერ.

2¹.გამონაკლის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ვადის მიუხედავად, ცენტრში განცხადების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ცენტრის დირექტორის თანხმობის შემთხვევაში. ცენტრის დირექტორის თანხმობა უნდა ემყარებოდეს გამონაკლისის დაშვების შესახებ დაინტერესებული პირის დასაბუთებულ მოთხოვნას.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვის წესი და განხილვის პროცესში მონაწილე სუბიექტთა წრე (მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო დაწესებულება და სხვ.) დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

4.ცენტრი, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად არკვევს მიმართულების, დარგის/ სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის დამატების, შეცვლის ან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის ჩამონათვალში დამატების, შეცვლის ან ჩამონათვალიდან ამოღების თაობაზე.

5.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის ჩამონათვალში დამატება არის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების წინაპირობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012  წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №219/ნ - ვებგვერდი, 09.10.2012წ.. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012  წლის 22 ნოემბრის ბრძანება №244/ნ - ვებგვერდი, 26.11.2012წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 8 იანვრის ბრძანება №02/ნ - ვებგვერდი, 08.01.2014წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის ბრძანება №65/ ნ - ვებგვერდი, 06.06.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №44 · ძალაშია 19 სექ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61³21⁸26716¹3224³4 (და…4 (და…289271 (დანართი 3)
მნიშვნელობით ახლოსგანათლების ხარისხის გა…ზოგადი განათლების შესა…ეროვნული საკვალიფიკაცი…უმაღლესი განათლების შე…პროფესიული განათლების …საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №46 · ბოლოს შემოწმდა