პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 27. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას მოიპოვებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით.

2.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით, ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში დაიმატოს საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები.

3.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამატებითი ავტორიზაციის გარეშე განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული. თავი VII. პროფესიული განათლების მასწავლებელი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას მოიპოვებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით. 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით, ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში დაიმატოს საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები. 3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამატებითი ავტორიზაციის გარეშე განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული. თავი VII. პროფესიული განათლების მასწავლებელი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
325721⁸46¹50¹16¹1332⁵2 (და…9101527
მნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…პროფესიული განათლების …განათლების ხარისხის გა…ეროვნული საკვალიფიკაცი…ზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა