"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

მუხლი 29. უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობების შეცვლა , საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული / დასაკისრებელი სანქციებისაგან გათავისუფლება

რედაქცია №13კონსოლიდირებული · 2 მარ. 2021

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №15 (21.04.2022). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №13 (02.03.2021), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ქონების მყიდველების, სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღებების მიმართ, რომლებიც მიმართავენ სამინისტროს ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციებისაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულებების შეცვლის/გადახედვის თაობაზე, სამინისტრო უფლებამოსილია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/გადახედვის ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციისაგან გათავისუფლების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 22 აგვისტოს კანონი №177-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.08.2012წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 17 ოქტომბრის კანონი №71 - უ.ს.შ.ს. - ვებგვერდი, 22.10.2013წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 18 ივნისის კანონი №116 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 23.06.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 17 დეკ. 2021 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 29-ე მუხლის წინადადება ახლებურად ჩამოყალიბდა: დაემატა საპრივატიზებო პირობების შეცვლისა და სანქციებისგან გათავისუფლების ფორმულა, ამოღებულია ფრჩხილებში მითითება და სიტყვა „სხვა“.

  2. 29-ე მუხლში სამინისტროს უფლებამოსილება, მთავრობის თანხმობით შეცვალოს პირობები ან გაათავისუფლოს სანქციისაგან, ეხება პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებებსაც და პრივატიზებულ ქონებას პრივატიზების ფორმის მითითების გარეშე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
496¹209285127²115163⁴32111029
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო ქონების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა