Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო ქონების შესახებმუხლი 20

სახელმწიფო ქონების შესახებ

მუხლი 20. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები

რედაქცია №63 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საინვესტიციო ანალიზისაინვესტიციო მიგრაციაკომერციული უძრავი ქონებაამონაწერები და შემოწმება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹234567

1.მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში ამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის/აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს მთავრობის სათანადო განკარგულების/აუქციონის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. ამ პუნქტში მითითებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

1¹.მყიდველი ვალდებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებით (გარდა საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულებისა) პრივატიზებისას საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში ამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის/აუქციონის ფორმით პრივატიზების დროს საქართველოს მთავრობის სათანადო განკარგულების/აუქციონის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა და ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

2.უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

3.მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.

4.მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ მყიდველებზე, რომლებსაც ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პრივატიზების გზით უნდა გადაეცეთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

6.სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.

7.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განკარგულ სახელმწიფო ქონებაზე. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1037 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2274 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 22 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 14 ნოე. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საინვესტიციო ბინადრობის პროგრამა ($300k+)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საინვესტიციო უძრავი ქონების შეძენასერვისის გვერდი
  • უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასებასერვისის გვერდი
  • უძრავი ქონების სამართლებრივი აუდიტისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №63

  • 1 ცვლილება · ბოლო 14 ნოე. 2025
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 13 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10მუხლი 3მუხლი 3²მუხლი 42მუხლი 45²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 19სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი
  • 3¹სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას გარიგების გაფორმების წესი
  • 18¹სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 7²სახელმწიფო ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები
  • 7

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 118²მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

  • 9უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები
  • 8უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი
  • 10უძრავი ქონების პრივატიზებისას გარიგების გაფორმების წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 11უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები
  • 12უძრავი ქონების პრივატიზებისას გარიგების გაფორმების წესი
  • 10უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7²1033²4245²193¹18¹98118²11121020
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების შეს…სახელმწიფო ქონების პრი…ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №63 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026