Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 163⁴

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 163⁴. აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების მიმღებისთვ

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) მერი უფლებამოსილია არაუგვიანეს 2021 წლის 1 ოქტომბრისა, მუნიციპალიტეტის ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების მიმღებისთვის: ა) ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის თაობაზე, მათ შორის, ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ; ბ) იმ ვალდებულების გაუქმების თაობაზე, რომლის შესრულებამაც აზრი დაკარგა; გ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური პირობის შემსუბუქების თაობაზე, მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების შესახებ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) მერის გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობა ან მისი შესრულების შეფერხება განპირობებულია უშუალოდ ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული ეპიდემიის ან/და პანდემიის გამო დადგენილი მარეგულირებელი ნორმებით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) მერის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შეღავათის სახე და ზომა იმ გავლენის პროპორციული უნდა იყოს, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულმა მარეგულირებელმა ნორმებმა საინვესტიციო ან ფინანსური პირობის შესრულებაზე მოახდინა.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) მერის გადაწყვეტილება არ გულისხმობს საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ გადასახდელი ფასის შემცირებას. საქართველოს 2021 წლის 18 მარტის ორგანული კანონი №413 – ვებგვერდი, 22.03.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №55 · ძალაშია 22 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 თებ. 2014 – 22 მარ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 163³შემდეგი მუხლი 163⁵

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 მაი. 2026 · №81

  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სამოქა… 398

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 163³აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების)
  • 163²აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების)
  • 127²პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლა ან გაუქმე

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 38ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 49⁴ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობის/სარგებლობაში გადაცემის პირობის დარღვევისთვის დაკისრებული გადაუხდელი/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების ან/და ამ პირობის შეცვლის დროებითი წესი
  • 49სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობების შეცვლა, საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციებისაგან გათავისუფლება
  • 49³საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის (კონტრაჰენტის) მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 6
  • 5სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროცესის უზრუნველყოფა
  • 10სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • 6სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 8აუქციონში მონაწილეობის პირობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
665103983849⁴4949³163³163²127²8163⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს დედაქალაქი…სახელმწიფო ქონების შეს…სახელმწიფო ქონების პრი…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026 · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026