"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობა

რედაქცია №13კონსოლიდირებული · 2 მარ. 2021

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №15 (21.04.2022). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №13 (02.03.2021), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის / სარგებლობის / მართვის უფლებით გადაცემის მიზანია , საკუთრების / სარგებლობის / მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს , რომელიც ვაჭრობის პროცესში სამინისტროს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს / სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს , ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით საკუთრების / სარგებლობის / მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს , რომელიც აიღებს ვალდებულებას , დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები , და ვაჭრობის პროცესში სამინისტროს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს / სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს .

2.ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ან საჯარო აუქციონის ფორმით . ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულებას ამტკიცებს მინისტრი .

3.აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია / ბე . საბანკო გარანტიის / ბეს ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი / მართვის უფლებით გადამცემი / სარგებლობის უფლებით გადამცემი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში .

4.ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების განკარგვისას / სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას / ბეს , ან / და აუქციონში გამარჯვებული ქონების საპრივატიზებო / სარგებლობაში გადაცემის საფასურს წარადგენს ვებგვერდ www.eauction.ge- ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით .

5.აუქციონის შედეგები უქმდება , თუ : ა ) განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო / სარგებლობის საფასური ; ბ ) აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის / სარგებლობის / მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა .

6.ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის / ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში .

7.ამ მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა , აუქციონის შედეგები უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის / ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში , თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან / და პირობები .

8.თუ სამინისტრომ გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის თაობაზე / სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება , აუქციონის მონაწილეს დაუბრუნდება გადახდილი ბე / წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია .

9.თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი ქონების განკარგვა / სარგებლობაში / მართვის უფლებით გადაცემა , ამ ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო / სარგებლობის საფასურით ან / და პირობებით აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის / სარგებლობაში / მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება , როგორც განმეორებითი აუქციონი . განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საპრივატიზებო / სარგებლობის საფასური შეიძლება 50%- მდე შემცირდეს , ხოლო თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა / სარგებლობაში / მართვის უფლებით გაიცა , საწყისი საპრივატიზებო / სარგებლობის საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს .

10.თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემა, სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემა შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის / სარგებლობის / მართვის უფლებით გადაცემის მიზანია , საკუთრების / სარგებლობის / მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს , რომელიც ვაჭრობის პროცესში სამინისტროს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს / სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს , ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით საკუთრების / სარგებლობის / მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს , რომელიც აიღებს ვალდებულებას , დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები , და ვაჭრობის პროცესში სამინისტროს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს / სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს . 2. ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ან საჯარო აუქციონის ფორმით . ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულებას ამტკიცებს მინისტრი . 3. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია / ბე . საბანკო გარანტიის / ბეს ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი / მართვის უფლებით გადამცემი / სარგებლობის უფლებით გადამცემი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში . 4. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების განკარგვისას / სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას / ბეს , ან / და აუქციონში გამარჯვებული ქონების საპრივატიზებო / სარგებლობაში გადაცემის საფასურს წარადგენს ვებგვერდ www.eauction.ge- ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით . 5. აუქციონის შედეგები უქმდება , თუ : ა ) განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო / სარგებლობის საფასური ; ბ ) აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის / სარგებლობის / მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა . 6. ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის / ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში . 7. ამ მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა , აუქციონის შედეგები უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის / ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში , თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან / და პირობები . 8. თუ სამინისტრომ გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის თაობაზე / სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება , აუქციონის მონაწილეს დაუბრუნდება გადახდილი ბე / წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია . 9. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი ქონების განკარგვა / სარგებლობაში / მართვის უფლებით გადაცემა , ამ ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო / სარგებლობის საფასურით ან / და პირობებით აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის / სარგებლობაში / მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება , როგორც განმეორებითი აუქციონი . განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საპრივატიზებო / სარგებლობის საფასური შეიძლება 50%- მდე შემცირდეს , ხოლო თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა / სარგებლობაში / მართვის უფლებით გაიცა , საწყისი საპრივატიზებო / სარგებლობის საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს . 10. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემა, სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემა შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 17 დეკ. 2021 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. … – 19 მაი. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-8 პუნქტი ახლა აწესებს ბეს ან საბანკო გარანტიის დაბრუნებას აუქციონის გადავადების ან გაუქმების შემთხვევაში; განმეორებითი აუქციონის წესი გადავიდა მე-9 პუნქტში და გაფართოვდა სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემაზე, ხოლო ვადაგაგრძელებული აუქციონის წესი ახალი მე-10 პუნქტია.

  2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში ბეს/გარანტიის 30%-იანი ოდენობა შეიცვალა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრით, ხოლო მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში უარი ეხება ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18306⁴306⁵306³65121198561027
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სამოქალაქო…ლიცენზიებისა და ნებართ…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა