Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალიცენზიებისა და ნებართვების შესახებმუხლი 18

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

მუხლი 18. სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი

რედაქცია №128 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:სამთო მოპოვებაპროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებასაავტორო უფლებების ლიცენზირებატელეკომუნიკაციებიზოგადი ბიზნესიწყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567899¹101112

1.სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2.კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების საფუძველია როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება.

3.განცხადების ან თავისი ინიციატივის საფუძველზე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული აქტია.

4.სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისათვის დგინდება: ა) მოთხოვნები კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის; ბ) დამატებითი სალიცენზიიო პირობები ლიცენზიის მაძიებლისთვის. დამატებითი სალიცენზიო პირობები დგინდება კანონით.

5.ლიცენზიის გამცემმა სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტისათვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება დაადგინოს სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები.

6.თუ სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული რესურსით სარგებლობა და ამ სარგებლობისათვის დადგენილი სალიცენზიო პირობები და მოთხოვნები თავისი არსით მოიცავს სხვა ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებულ საქმიანობას/ქმედებას და შესაბამის დამატებით პირობებს, აღნიშნული რესურსით სარგებლობისათვის არ არის აუცილებელი ამ ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვება.

7.აუქციონის წესით კონკრეტული რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა სარგებლობისათვის დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წამოდგენის საფუძველზე.

8.აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

9.კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 1 თვისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე, გარდა ამ მუხლის 9 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აუქციონის სხვა ვებგვერდის საშუალებით გამართვის შემთხვევაში სავალდებულოა, ლიცენზიის გამცემმა აუქციონის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სათანადო ინფორმაცია, რომელშიც მითითებული უნდა იყოს აუქციონის გამართვის თარიღი და იმ ვებგვერდის მისამართი, რომლის საშუალებითაც იმართება აუქციონი. აღნიშნული აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა საშუალებებიც.

9¹.სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა აქვეყნებს ვებგვერდზე www.eauction.ge. აღნიშნული ინფორმაციის გასავრცელებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სხვა საშუალებები.

10.გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას; ბ) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს; გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს; დ) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს; ე) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის; ვ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს; ზ) სხვა მონაცემებს – ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.

11.სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტის, რომელზედაც გაიცემა სარგებლობის ლიცენზია, რაოდენობას, მოცულობასა და სარგებლობის წესს განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი.

12.აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ლიცენზიის გამცემი. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5854 – ვებგვერდი, 28.03.2012წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5273 – ვებგვერდი, 11.11.2019წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5775 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №555 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.

რედაქციების შედარება

1. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების საფუძველია როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება. 3. განცხადების ან თავისი ინიციატივის საფუძველზე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული აქტია. 4. სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისათვის დგინდება: ა) მოთხოვნები კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის; ბ) დამატებითი სალიცენზიიო პირობები ლიცენზიის მაძიებლისთვის. დამატებითი სალიცენზიო პირობები დგინდება კანონით. 5. ლიცენზიის გამცემმა სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტისათვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება დაადგინოს სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები. 6. თუ სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული რესურსით სარგებლობა და ამ სარგებლობისათვის დადგენილი სალიცენზიო პირობები და მოთხოვნები თავისი არსით მოიცავს სხვა ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებულ საქმიანობას/ქმედებას და შესაბამის დამატებით პირობებს, აღნიშნული რესურსით სარგებლობისათვის არ არის აუცილებელი ამ ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვება. 7. აუქციონის წესით კონკრეტული რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა სარგებლობისათვის დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წამოდგენის საფუძველზე. 8. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები. 9. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 1 თვისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე, გარდა ამ მუხლის 9 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აუქციონის სხვა ვებგვერდის საშუალებით გამართვის შემთხვევაში სავალდებულოა, ლიცენზიის გამცემმა აუქციონის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სათანადო ინფორმაცია, რომელშიც მითითებული უნდა იყოს აუქციონის გამართვის თარიღი და იმ ვებგვერდის მისამართი, რომლის საშუალებითაც იმართება აუქციონი. აღნიშნული აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა საშუალებებიც. 9 1 . სასარგებლოსაწვავი წიაღისეულისრესურსებისა მოპოვებისდა ენერგორესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა), სამთო-ქიმიური ნედლეულის, არამადნეული ნედლეულის, საშენი მასალების მოსაპოვებლად, თუ მოსაპოვებელი ჯამური  მოცულობა/წონა 500 000  (ხუთასი ათას) კუბურ მეტრს/ტონას არ აღემატება, აგრეთვე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოსაპოვებლად ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 1015 დღისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. აუქციონის სხვა ვებგვერდის საშუალებით გამართვის შემთხვევაში სავალდებულოა, ლიცენზიის გამცემმა აუქციონის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა საკუთარ ვებგვერდზე www.eauction.ge.გამოაქვეყნოს სათანადო ინფორმაცია, რომელშიც მითითებული უნდა იყოს აუქციონის გამართვის თარიღი და იმ ვებგვერდის მისამართი, რომლის საშუალებითაც იმართება აუქციონი. აღნიშნული აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად შეიძლებაშესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სხვა საშუალებები.საშუალებებიც. 10. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას; ბ) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს; გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს; დ) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს; ე) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის; ვ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს; ზ) სხვა მონაცემებს – ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით. 11. სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტის, რომელზედაც გაიცემა სარგებლობის ლიცენზია, რაოდენობას, მოცულობასა და სარგებლობის წესს განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი. 12. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ლიცენზიის გამცემი. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5854 – ვებგვერდი, 28.03.2012წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5273 – ვებგვერდი, 11.11.2019წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5775 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №555 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 15 მაი. 2025
წინა მუხლი 17¹შემდეგი მუხლი 19

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ლიცენზის ხელშეკრულების შედგენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საავტორო უფლებების ლიცენზირება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონტენტის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიცენზიის განაცხადები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №128

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-05-15
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

ელექტრონული კომუნი… 52

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 17სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
  • 19სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი. სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა
  • 3ტერმინთა განმარტება

მაუწყებლობის შესახებ

  • 41ლიცენზიის გაცემის წესი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 52ლიცენზიის აუქციონის საფუძველზე გაცემა
  • 50ლიცენზიის მიღების საფუძველი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 13ლიცენზიების გაცემა
  • 12სალიცენზიო პირობები

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 48ლიცენზიის გაცემის წესი

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 9ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • 5წინასწარი ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემის წესი

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 52¹სავალდებულო ლიცენზია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52¹951719352504148131218
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…ლიცენზიებისა და ნებართ…მაუწყებლობის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…ცხოველთა სამყაროს შესა…სამეწარმეო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026