Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 102

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 102. აუქციონის ჩატარების წესი და პირობები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024
თემები:უძრავი ქონების აუქციონიმოძრავი ქონების აუქციონიქონების შეფასება და სააუქციონო მომზადებაუძრავი ქონების გარიგებებიკერძო აღმასრულებლის მეშვეობით აღსრულებასააღსრულებო საკითხებზე იურიდიული კონსულტაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.თუ გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების სხვა გზით რეალიზაციის შემთხვევაში უფრო მეტი თანხის ამოღება მოსალოდნელი არ არის, გაკოტრების მმართველი აღნიშნული ქონების რეალიზაციას ახორციელებს აუქციონის გზით, ამ მუხლით დადგენილი წესით.

2.აუქციონზე შეიძლება გაიყიდოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება, გარდა ფინანსური გირავნობის საგნისა, რომლის რეალიზაცია „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხორციელდება.

3.გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების აუქციონზე გაყიდვას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

4.აუქციონი ტარდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი წესითა და პირობებით, გარდა ამ კანონით დადგენილი სპეციალური წესებისა.

5.აუქციონის ხანგრძლივობა (დრო აუქციონის დაწყებიდან დასრულებამდე) არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით უფრო მცირე დრო არ არის დადგენილი.

6.აღსრულების ეროვნული ბიუროს სააუქციონო მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული მომსახურების საფასური გადახდისუუნარობის მასიდან ანაზღაურდება.

7.დაუშვებელია აუქციონში მონაწილე პირთა წრის შეზღუდვა ან სხვა შეზღუდვების დაწესება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8.აუქციონის გამოცხადების შემდეგ ნებისმიერი პირი უფლებამოსილია აუქციონის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს.

9.პირველ აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების საწყისი ფასი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე განისაზღვრება და მისი საბაზრო ღირებულების 75 პროცენტია. თუ ქონების რეალიზაცია პირველ აუქციონზე არ განხორციელდა და მისი საწყისი ფასი კრედიტორთა მოთხოვნებზე ნაკლებია, კრედიტორს, რომლის მოთხოვნასაც ფარავს, მაგრამ არ აღემატება პირველ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების საწყისი ფასი, უფლება აქვს, პირველი აუქციონის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში გაკოტრების მმართველს მიმართოს ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში კრედიტორი ვალდებულია დაფაროს წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნები და აღნიშნულ მიმართვას დაურთოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის საბანკო ანგარიშზე წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის მიზნით თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთზე მეტი კრედიტორის მიმართვის არსებობისას ქონების საკუთრებაში მიღების უფლება იმ კრედიტორს წარმოეშობა, რომლის მიმართვასაც ერთვის ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და რომლის მიმართვაც სხვა კრედიტორთა მიმართვებზე უფრო ადრეა რეგისტრირებული.

10.თუ პირველ აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება ვერ გაიყიდა ან ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით არ მოხდა მისი საკუთრებაში გადაცემა, პირველი აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 10 დღისა და არაუმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მეორე აუქციონი. მეორე აუქციონის ჩატარებისას მიეთითება, რომ იგი მეორედ ტარდება. მეორე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების საწყისი ფასი მისი საბაზრო ღირებულების 50 პროცენტია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირველი აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიუროსგან ამ ქონების საწყისი ფასის მისი საბაზრო ღირებულების არაუმეტეს 65 პროცენტამდე გაზრდას მოითხოვს.

11.თუ მეორე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება ვერ გაიყიდა, მეორე აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 10 დღისა და არაუმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მესამე აუქციონი. მესამე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების საწყისი ფასი მეორე აუქციონზე მისი საწყისი ფასის ნახევარია.

12.თუ მესამე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება ვერ გაიყიდა, სასამართლო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ელექტრონულ სისტემაში გამოაქვეყნებს შეთავაზებას ქონების კრედიტორებისთვის საერთო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული ქონება საკუთრებაში გადაეცემა იმ კრედიტორებს, რომლებიც ამ შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგენენ განცხადებას ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ. კრედიტორებს ეს ქონება გადაეცემათ ნატურით, საბაზრო ღირებულებით, ამ კანონის 104-ე მუხლის შესაბამისად. საერთო საკუთრებაში კრედიტორების წილი მათი მოთხოვნების პროპორციულად განისაზღვრება. იმ კრედიტორების წილი, რომლებიც არ გამოთქვამენ აღნიშნული ქონების საკუთრებაში მიღების სურვილს, სხვა კრედიტორებზე თანაბრად გადანაწილდება. თუ ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას დადგენილ ვადაში არცერთი კრედიტორი არ წარადგენს, ეს ქონება გადაეცემა პარტნიორებს მათი წილის პროპორციულად, ხოლო კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში − კომანდიტური საზოგადოების კომპლემენტარებს მათი წილის პროპორციულად.

13.თუ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული ქონება მოვალის საკუთრებად რეგისტრირებული არ არის, გაკოტრების მმართველი აუქციონის გამოცხადებამდე ამ ქონების რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართავს. რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების დაუდგენლობის შემთხვევაში გაკოტრების მმართველი მიმართავს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო ასეთი ორგანოს არარსებობისას − სასამართლოს ამ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების მიზნით. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც მოვალის მფლობელობაში არსებული ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველია.

14.აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, ხოლო თუ ქონების ფასი 1 000 000 ლარზე მეტია − აუქციონის დასრულებიდან 20 დღის ვადაში. ამის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

15.თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარდგენილ თანხას. ეს თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში მიექცევა. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ და ამ განკარგულების გამოცემიდან 10 დღის ვადაში ატარებს ხელახალ აუქციონს, რომელიც განმეორებით აუქციონად არ მიიჩნევა.

16.ქონების შემძენის, მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით ნატურით მიმღების, საკუთრებაში გადასვლის შედეგად აღნიშნულ ქონებაზე არსებული ყველა ყადაღა, აგრეთვე სანივთო და ვალდებულებითი უფლება უქმდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სანივთო და ვალდებულებითი უფლებების შენარჩუნება პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, რის შესახებაც უნდა მიეთითოს აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციაში.

წინა მუხლი 101შემდეგი მუხლი 103

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გაყიდვა-უკუიჯარის გარიგებები7 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომერციული უძრავი ქონების გაყიდვა7 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უძრავი ქონების გარიგების დახურვა7 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აღსრულების საფასურის, ხარჯების და ვადების კალკულაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-27 · №4

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 104

მიუთითებენ მასზე

მუხლი 105მუხლი 106

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 101გადახდისუუნარობის მასის რეალიზაცია
  • 103გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში გადახდისუუნარობის მასიდან მიღებული თანხების განაწილება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 306⁴აუქციონის ჩატარება
  • 306³აუქციონის ჩატარების წესები
  • 307მეორე აუქციონი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 69იძულებითი აუქციონის პირობები
  • 63²უძრავი ქონების სხვაგვარი რეალიზაცია
  • 49რეალიზაცია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 8აუქციონში მონაწილეობის პირობა
  • 6ინფორმაცია აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის /სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

  • 6ქონების განკარგვის წესი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

  • 4ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონისა და კონკურსის ჩატარების წესი და პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6963²49306⁴306³3076486104105106101103102
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…აფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფოს საკუთრებაშ…სახელმწიფო საკუთრებაში…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო