Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებმუხლი 8

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

მუხლი 8. აუქციონში მონაწილეობის პირობა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2021
თემები:უძრავი ქონების აუქციონიაქტივებით ტრანზაქციებიმოძრავი ქონების აუქციონიქონების შეფასება და სააუქციონო მომზადებაგასვლის დაგეგმვაკერძო აღმასრულებლის მეშვეობით აღსრულება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სამინისტროს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სამინისტროს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს.

2.ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ან საჯარო აუქციონის ფორმით. ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

3.აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე. საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი/მართვის უფლებით გადამცემი/სარგებლობის უფლებით გადამცემი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

4.ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების განკარგვისას/სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს, ან/და აუქციონში გამარჯვებული ქონების საპრივატიზებო/ სარგებლობაში გადაცემის საფასურს წარადგენს ვებგვერდ www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით.

5.აუქციონის შედეგები უქმდება, თუ: ა) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასური; ბ) აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებაზე არ განახორციელა ხელმოწერა.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აუქციონის შედეგები უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.

8.თუ სამინისტრომ გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის თაობაზე/სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს დაუბრუნდება გადახდილი ბე/წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

9.თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი ქონების განკარგვა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გაიცა, საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

10.თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემა, სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემა შესახებ.

წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აქტივების შეძენის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • განმეორებითი და ხელახალი აუქციონის მომზადება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კერძო აღმასრულებლის მომსახურება სააუქციონო პროცესში1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მენეჯმენტის მიერ შესყიდვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2021-12-15 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 5ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის ფორმები
  • 6ინფორმაცია აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის /სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ
  • 14უძრავი ქონების პრივატიზება პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 119აუქციონის გამოცხადება და ორგანიზება
  • 127¹მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 6—

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

  • 4ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონისა და კონკურსის ჩატარების წესი და პირობები
  • 7ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 306⁴აუქციონის ჩატარება

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

  • 6ქონების განკარგვის წესი

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 45²სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 102აუქციონის ჩატარების წესი და პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6306⁴645²47119127¹56141028
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …ადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო ქონების პრი…სახელმწიფო საკუთრებაში…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფოს საკუთრებაშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2021