მუხლი 28. გამოგონების ერთიანობა, გამოგონების აღწერილობის სისრულე და გამოგონების ფორმულა
რედაქცია №10კონსოლიდირებული · 15 მაი. 2024
გამოქვეყნდა ახალი რედაქცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №11 (27.10.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №10 (15.05.2024), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.
1.გამოგონება უნდა აკმაყოფილებდეს ერთიანობის მოთხოვნას, კერძოდ, განაცხადი უნდა მოიცავდეს ერთ გამოგონებას ან ერთი საგამომგონებლო იდეით გაერთიანებულ გამოგონებათა ჯგუფს.
2.(ამოღებულია).
3.გამოგონების აღწერილობა წარდგენილი უნდა იყოს დადგენილი წესით და ისეთი სისრულით, რომ შესაბამისი დარგის სპეციალისტს შეეძლოს მისი განხორციელება.
4.თუ განაცხადი ეხება ბიოლოგიურ მასალას და შეუძლებელია განაცხადში ამ მასალის ისეთი სისრულით აღწერა, რომ სპეციალისტისთვის ცხადი იყოს გამოგონების განხორციელების შესაძლებლობა, ან თუ ეს ბიოლოგიური მასალა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი არ არის, განაცხადს უნდა დაერთოს დეპოზიტარიუმის მიერ გაცემული, აღნიშნული მასალის დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5.გამოგონების ფორმულა შედგენილი უნდა იყოს ინსტრუქციით დადგენილი წესით, ნათლად უნდა ასახავდეს გამოგონების არსს და უნდა ეფუძნებოდეს გამოგონების აღწერილობას. გამოგონების ფორმულა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი მუხლისგან.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გამოგონება უნდა აკმაყოფილებდეს ერთიანობის მოთხოვნას, კერძოდ, განაცხადი უნდა მოიცავდეს ერთ გამოგონებას ან ერთი საგამომგონებლო იდეით გაერთიანებულ გამოგონებათა ჯგუფს.2. (ამოღებულია).3. გამოგონების აღწერილობა წარდგენილი უნდა იყოს დადგენილი წესით და ისეთი სისრულით, რომ შესაბამისი დარგის სპეციალისტს შეეძლოს მისი განხორციელება.4. თუ განაცხადი ეხება ბიოლოგიურ მასალას და შეუძლებელია განაცხადში ამ მასალის ისეთი სისრულით აღწერა, რომ სპეციალისტისთვის ცხადი იყოს გამოგონების განხორციელების შესაძლებლობა, ან თუ ეს ბიოლოგიური მასალა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი არ არის, განაცხადს უნდა დაერთოს დეპოზიტარიუმის მიერ გაცემული, აღნიშნული მასალის დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტი.5. გამოგონების ფორმულა შედგენილი უნდა იყოს ინსტრუქციით დადგენილი წესით, ნათლად უნდა ასახავდეს გამოგონების არსს და უნდა ეფუძნებოდეს გამოგონების აღწერილობას. გამოგონების ფორმულა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი მუხლისგან.საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
24 თებ. 1999 – 12 მაი. 2000ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2023
28-ე მუხლს დაემატა 3–5 პუნქტები აღწერილობის სისრულის, ბიოლოგიური მასალის დეპონირების დოკუმენტისა და გამოგონების ფორმულის შედგენის მოთხოვნების შესახებ.
28-ე მუხლის პირველი პუნქტი გამოგონების ერთიანობის მოთხოვნად ჩამოყალიბდა და სასარგებლო მოდელი ამოვარდა მისი ტექსტიდან, ხოლო მე-2 პუნქტი სამრეწველო ნიმუშის შესახებ ამოღებულია.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებინტეგრალური მიკროსქემი…ცხოველთა და მცენარეთა …საქართველოს სამოქალაქო…სასაქონლო ნიშნების შეს…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა