სასაქონლო ნიშნების შესახებ

მუხლი 11¹. საქონლის მითითება და კლასიფიკაცია

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქონელი, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, კლასიფიცირებული უნდა იქნეს საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით.

2.განაცხადში საქონელი უნდა მიეთითოს ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს სასაქონლო ნიშნისთვის მოთხოვნილი დაცვის ფარგლების ზუსტად და ცხადად განსაზღვრა.

3.განაცხადში საქონლის ზოგადი დასახელებები (მათ შორის, საერთაშორისო კლასიფიკატორის სათაურში გამოყენებული ზოგადი დასახელება) შეიძლება მიეთითოს იმ შემთხვევაში, თუ ეს დასახელებები აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას.

4.თუ განაცხადში მითითებული საქონლის ჩამონათვალი ბუნდოვანია ან/და ზოგადია, განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში დააზუსტოს საქონლის ჩამონათვალი ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად. საწინააღმდეგო შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული საქონლის მიმართ განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.

5.განაცხადში საქონლის ზოგადი დასახელებების (მათ შორის, საერთაშორისო კლასიფიკატორის სათაურში გამოყენებული ზოგადი დასახელების) მითითებისას განაცხადში მოცემული საქონლის ჩამონათვალის ფარგლები განისაზღვრება ამ დასახელებების პირდაპირი მნიშვნელობის მიხედვით. სასაქონლო ნიშნისთვის საქონლის ზოგადი დასახელებებით მოთხოვნილი დაცვა არ ვრცელდება ისეთ საქონელზე, რომელსაც ამ დასახელებების შინაარსი არ მოიცავს.

6.თუ სასაქონლო ნიშნის დაცვა მოითხოვება საერთაშორისო კლასიფიკატორის ერთზე მეტ კლასში შემავალი საქონლისთვის, განაცხადში სათანადო საქონელი უნდა დაჯგუფდეს კლასების მიხედვით და უნდა მიეთითოს შესაბამისი კლასის ნომერი.

7.საქონელი არ შეიძლება მსგავსად ჩაითვალოს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ეს საქონელი დაჯგუფებულია საერთაშორისო კლასიფიკატორის ერთსა და იმავე კლასში. ამასთანავე, საქონელი არ შეიძლება განსხვავებულად ჩაითვალოს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ეს საქონელი დაჯგუფებულია საერთაშორისო კლასიფიკატორის სხვადასხვა კლასში. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქონელი, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, კლასიფიცირებული უნდა იქნეს საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით. 2. განაცხადში საქონელი უნდა მიეთითოს ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს სასაქონლო ნიშნისთვის მოთხოვნილი დაცვის ფარგლების ზუსტად და ცხადად განსაზღვრა. 3. განაცხადში საქონლის ზოგადი დასახელებები (მათ შორის, საერთაშორისო კლასიფიკატორის სათაურში გამოყენებული ზოგადი დასახელება) შეიძლება მიეთითოს იმ შემთხვევაში, თუ ეს დასახელებები აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას. 4. თუ განაცხადში მითითებული საქონლის ჩამონათვალი ბუნდოვანია ან/და ზოგადია, განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში დააზუსტოს საქონლის ჩამონათვალი ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად. საწინააღმდეგო შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული საქონლის მიმართ განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. 5. განაცხადში საქონლის ზოგადი დასახელებების (მათ შორის, საერთაშორისო კლასიფიკატორის სათაურში გამოყენებული ზოგადი დასახელების) მითითებისას განაცხადში მოცემული საქონლის ჩამონათვალის ფარგლები განისაზღვრება ამ დასახელებების პირდაპირი მნიშვნელობის მიხედვით. სასაქონლო ნიშნისთვის საქონლის ზოგადი დასახელებებით მოთხოვნილი დაცვა არ ვრცელდება ისეთ საქონელზე, რომელსაც ამ დასახელებების შინაარსი არ მოიცავს. 6. თუ სასაქონლო ნიშნის დაცვა მოითხოვება საერთაშორისო კლასიფიკატორის ერთზე მეტ კლასში შემავალი საქონლისთვის, განაცხადში სათანადო საქონელი უნდა დაჯგუფდეს კლასების მიხედვით და უნდა მიეთითოს შესაბამისი კლასის ნომერი. 7. საქონელი არ შეიძლება მსგავსად ჩაითვალოს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ეს საქონელი დაჯგუფებულია საერთაშორისო კლასიფიკატორის ერთსა და იმავე კლასში. ამასთანავე, საქონელი არ შეიძლება განსხვავებულად ჩაითვალოს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ეს საქონელი დაჯგუფებულია საერთაშორისო კლასიფიკატორის სხვადასხვა კლასში. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 სექ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 თებ. 1999 – 1 სექ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 7 მარ. 2024

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
41912116259 (და…3536100761811¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს საბაჟო კოდ…სამშენებლო პროდუქტების…პროდუქტის უსაფრთხოების…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა