ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

მუხლი 17

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 5 ოქტ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას, რომელშიც მითითებულია სელექციონერის სახელი და მისამართი; ბ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შემოთავაზებულ დასახელებას; გ) ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში – ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობას, ძირითად ზოოლოგიურ, კონსტიტუციურ-ექსტერიერულ ნიშან-თვისებებსა და სამეურნეო დახასიათებას, ხოლო მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში – მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, ძირითად მორფოლოგიურ-ბიოლოგიურ და ბოტანიკურ ნიშან-თვისებებს; დ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის ფოტოგამოსახულებას; ე) სელექციონერის წერილობით ვალდებულებას, გამოცდის ჩამტარებელ პირს დადგენილ ვადაში, დადგენილი ოდენობით, უსასყიდლოდ მიაწოდოს შესაბამისად ცხოველის ჯიშის სანაშენე მასალის ან მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალის ნიმუშები; ვ) იმ თარიღის მითითებას, როდესაც შესაბამისად ცხოველის ჯიშის სანაშენე ცხოველი ან სანაშენე მასალა ან მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალა გამოყენების მიზნით გაიყიდა ან სხვაგვარად გადაეცა სხვა პირს სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით.

2.ცხოველის ან მცენარის ერთ ახალ ჯიშზე შეიტანება ერთი განაცხადი.

3.თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მეშვეობით, მას განაცხადის შეტანის დღიდან 1 თვის განმავლობაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.

4.განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სხვა საგანაცხადო მასალა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერ სხვა ენაზე. ამ საგანაცხადო მასალის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა 3 თვის ვადაში უნდა წარადგინოს მისი ქართული თარგმანი.

5.თუ განაცხადი შეტანილია უფლებამონაცვლის მიერ, მას განაცხადის შეტანის დღიდან 1 თვის განმავლობაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.

6.ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით დადგენილი საბუთებისა და მასალების შესაბამის ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება წყდება. საქართველოს 2022 წლის 5 ოქტომბრის კანონი №1860 – ვებგვერდი, 17.10.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 17 ოქტ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 დეკ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24926¹⁰1117112028225 (და…4 (და…717
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა და მცენარეთა …საქართველოს საპატენტო …სასაქონლო ნიშნების შეს…ინტეგრალური მიკროსქემი…დიზაინის შესახებვეტერინარულ კონტროლს დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა