კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზის დროს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად დგინდება, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, აგრეთვე 32-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთანავე, ექსპერტიზა არ გამოიტანს უარყოფით გადაწყვეტილებას კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციაზე, თუ განმცხადებელი შეასწორებს კოლექტიური ნიშნის დებულებას ისე, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი აღარ იარსებებს. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3
მუხლი 33. კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის ექსპერტიზა
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1 · ძალაშია 4 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
33-ე მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა: კოლექტიური ნიშნის განაცხადის შესაბამისობა 30-ე და 32-ე მუხლებთან დგინდება არსობრივი ექსპერტიზისას მე-14 მუხლის მე-2 პუნქტთან ერთად, ხოლო დებულების შესწორებისას ექსპერტიზა უარყოფით გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

