� 1. სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ან შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს საჯარო გადაწყვეტილებას, თუ დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება: ა) მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ერთგვაროვანი განმარტებისა და გაგებისათვის; ბ) აყალიბებს არსებულისაგან განსხვავებულ დაბეგვრის ან/და სამართალდარღვევისათვის სანქციის გამოყენების პრინციპს/მეთოდს; გ) მნიშვნელოვანია ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
2.საჯარო გადაწყვეტილება ეგზავნება შემოსავლების სამსახურს და ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით.
3.დავების განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო გადაწყვეტილება შესაძლებელია გამოიცეს: ა) დავების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, თუ აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა; ბ) დავების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში � თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. �4. საჯარო გადაწყვეტილება იურიდიულ ძალას კარგავს, თუ გაუქმდა ან შეიცვალა კანონმდებლობის ნორმა, რომლის საფუძველზეც ან/და რომლის განმარტებისათვის გამოიცა საჯარო გადაწყვეტილება. �5. საჯარო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის ინიციატივით, თუ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საჯარო გადაწყვეტილებით განსაზღვრული დაბეგვრის ან/და სამართალდარღვევაზე სანქციის გამოყენების პრინციპის/მეთოდის გადახედვა ან არსებული პრაქტიკის შეცვლა. თავი V პირადი საგადასახადო აგენტი

