Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებმუხლი 29

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

მუხლი 29. ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2001

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.ხმის მიცემის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისია ითვლის და პაკეტად კრავს გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს. პაკეტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მიეთითოს გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა. პაკეტზე ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე (მოადგილე) და მდივანი და სვამენ კომისიის ბეჭედს. ამავე წესით დაითვლება და პაკეტად შეიკვრება გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენებიც.

2.ამომრჩეველთა ძირითადი და დამატებითი სიების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას.

3.საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ბეჭდის მთლიანობას, ხსნის მას და ამოწმებს საკონტროლო ფურცლის არსებობას. თუ ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ამის შესახებ ოქმს უნდა დაერთოს კომისიის ახსნა-განმარტება.

4.კომისია ცალ-ცალკე ითვლის ყუთში არსებულ სხვადასხვა სახის დადგენილი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას. ცალკე ითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენები. ბათილად ცნობილი და დაუდგენელი ნიმუშის სხვადასხვა სახის ბიულეტენები ცალ-ცალკე კონვერტებში იდება და იმდაგვარად იბეჭდება, რომ ბეჭდის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს ბიულეტენების კონვერტიდან ამოღება ან მასში ჩადება. კონვერტებს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მათში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა და სახეობა.

5.პროპორციული სისტემით არჩევნებისას ბიულეტენი ნამდვილად იქნება ცნობილი, თუ ამომრჩეველმა ამ კანონით დადგენილი წესით შესაბამისად ერთ პარტიას, საარჩევნო ბლოკს მისცა ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება.

6.მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოს არჩევნებისას ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ ამომრჩეველმა ხმა მისცა იმაზე მეტ კანდიდატს, რამდენიცაა ასარჩევი შესაბამის საარჩევნო ოლქში.

7.საარჩევნო ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობლი, თუ შეუძლებელია დადგინდეს, რომელ პარტიულ სიას ან კანდიდატს (კანდიდატებს) მისცა ხმა ამომრჩეველმა.

8.თუ საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობა საეჭვოა, საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია.

9.პროპორციული სისტემით არჩევნებისას კომისია ახარისხებს და ცალ-ცალკე ითვლის თითოეული სიისათვის მიცემული ხმების რაოდენობას. ამის შემდეგ ბიულეტენები კონვერტში ისევე უნდა ჩაიწყოს, როგორც ამ მუხლის მე-4 პუნქტშია მითითებული. ყოველ კონვერტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სიის სახელწოდება, ნომერი და ბიულეტენების რაოდენობა.

10.მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისას კომისია ახარისხებს და ცალ-ცალკე ითვლის ყოველი კანდიდატისათვის მიცემული ხმების რაოდენობას. ამის შემდეგ ბიულეტენები კონვერტში ისევე უნდა ჩაიწყოს, როგორც ამ მუხლის მე-4 პუნქტშია მითითებული. ყოველ კონვერტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა.

11.საუბნო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, ადგენს ოქმს, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილე ყოველი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. რაიონის და იმ სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს ერთ ოქმს, რომელშიც მითითებულია ყოველი პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ოქმში აგრეთვე მითითებული უნდა იყოს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ნამდვილად და ბათილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობა (ცალკე უნდა იყოს აღნიშნული დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენთა რაოდენობა), არჩევნების შედეგად ყოველი სიის ან კანდიდატის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა. ოქმის ცალთა რაოდენობა ოთხით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი შესაბამისად პარტიების, საარჩევნო ბლოკების, დამოუკიდებელი კანდიდატების რაოდენობას. ოქმის ყოველ ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმს უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი.

12.ოქმის ორი ცალი და ყველა საარჩევნო ბიულეტენი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით. ოქმის ერთი ცალი ინახება საუბნო საარჩევნო კომისიაში, მეორე კი შესაბამისად უნდა ჩაბარდეთ კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირს, პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს. საარჩევნო კომისია ვალდებულია შედეგების შეჯამების შემდეგ ოქმის მონაცემები ხმების დათვლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.

13.საარჩევნო უბანში ხმების დათვლისას სავალდებულოა ამ მუხლით დადგენილ მოქმედებათა თანამიმდევრობის დაცვა.

წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 30

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2001-08-02 · №4

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 28კენჭისყრის ჩატარება
  • 25საარჩევნო ბიულეტენი
  • 30საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების დადგენა. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება

რეფერენდუმის შესახებ

  • 25კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში
  • 26რეფერენდუმის შედეგების დადგენა საარჩევნო ოლქების მიხედვით

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 75ხმების დათვლა
  • 74საარჩევნო ყუთის გახსნა
  • 78კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 77საუბნო
  • 72კენჭისყრისა
  • 33საუბნო

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 92ხმების დათვლა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28253025269275747877723329
მნიშვნელობით ახლოსრეფერენდუმის შესახებსაქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო