27.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა 1. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღრიცხოს ელექტრონულად ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების გამოყენებით, იმ სავალდებულო პირობით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ნომენკლატურული აღრიცხვა.
2.საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიზნებისათვის, ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური ნორმების საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების განმსაზღვრელ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს შემოსავლების სამსახური.

