Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 28

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 28. შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვა

რედაქცია №397 კონსოლიდირებული · 4 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345781116

1.პირის, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესი (შემდგომში � გამარტივებული აღრიცხვის წესი) აწარმოებს შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნს (შემდგომში � აღრიცხვის წიგნი) №II-02 დანართის მიხედვით, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით პირველადი საღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე აისახება საანგარიშო (საგადასახადო) პერიოდის ყველა სამეურნეო ოპერაცია.

2.აღრიცხვის წიგნის დასალუქად პირმა განცხადებით ( №II-03 დანართი) უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

3.პირს, საგადასახადო წლის მიხედვით, როგორც წესი, ელუქება ერთი აღრიცხვის წიგნი. ამასთან, გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით (რამდენიმე სტაციონარული ობიექტების არსებობა და მათი რეგიონების მიხედვით განთესვა და სხვა), საგადასახადო ორგანომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ერთი აღრიცხვის წიგნზე მეტის დალუქვის თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, აღრიცხვის წიგნების თითოეულ ეგზემპლარზე საგადასახადო ორგანოს მიერ კეთდება აღნიშვნა გადამხდელზე გაცემული აღრიცხვის წიგნების ფაქტობრივი რაოდენობის შესახებ.

4.საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს წიგნების დალუქვის რეესტრის წარმოებას გადამხდელების მიხედვით. დაუშვებელია სათანადო დასაბუთების და საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე გადამხდელთან საანგარიშო პერიოდში ერთზე მეტი დალუქული წიგნის არსებობა.

5.პირი, რომელიც იყენებს აღრიცხვის გამარტივებულ წესს, აღრიცხვის წიგნში ასახავს შემოსავლების მიღებასთან და ხარჯების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციას. ამასთან, დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრება თანხების (შემოსავლის) მიღების ან გამოყენების და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტში, ხოლო ხარჯები � ფაქტობრივი განაღდების მიხედვით. აღნიშნული პირობა არ ეხება ამორტიზირებად აქტივებს.������������������������������������������������������������������������������������������������������ 6. პირი, რომელიც აღარ არის ვალდებული ან/და აღარ აქვს უფლება გამოიყენოს გამარტივებული აღრიცხვის წესი, ვალდებულია შეწყვიტოს აღრიცხვის წიგნის წარმოება და აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს. მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ აღრიცხვის წიგნში ბოლო ჩანაწერის შემდეგ კეთდება აღნიშვნა � ოპერაციების შეტანა შეწყვეტილია � და მოწმდება ბეჭდით.

7.პირმა უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობის სააღრიცხვო მაჩვენებლების მთლიანობა, უწყვეტობა და უტყუარობა, რაც აუცილებელია საგადასახადო ბაზის განსაზღვრისათვის.

8.პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებს, რომლებიც შედგენილია უცხო ენაზე უნდა ჰქონდეთ თარგმანი ქართულ ენაზე.�������������������������������������������������������������������������������������������������������� 9. აღრიცხვის წიგნი იხსნება ერთ კალენდარულ წელზე, იგი უნდა იყოს ზონარგაყრილი და დანომრილი. ზონარგაყრილი და დანომრილი წიგნის ბოლო გვერდზე აღინიშნება მასში არსებული ფურცლების რაოდენობა, რაც დამოწმებული უნდა იქნეს გადამხდელის ხელმოწერით და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში) და საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.�� 10. საგადასახადო ორგანომ შეიძლება მოითხოვოს წიგნების ერთჯერადი ლუქებით დალუქვა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანომ თავად უნდა უზრუნველყოს ერთჯერადი ლუქების შეძენა.

11.წიგნის წარმოება, დადგენილ შემთხვევებში, გადამხდელს არ ათავისუფლებს სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებისაგან.���������������������������������������������������������������������� 12. წიგნში შეცდომების შესწორება უნდა იყოს დასაბუთებული და დამტკიცებული გადამხდელის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესწორების თარიღის მითითებით.��� 13. აღრიცხვის წიგნის სვეტებში აისახება: ა) პირველ სვეტში � რეგისტრირებული ოპერაციის რიგითი ნომერი და თარიღი; ბ) მე-2 სვეტში � მიღებული შეკვეთა ან პირველადი დოკუმენტის დასახელება (სასაქონლო ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი, და სხვა), თარიღი და ნომერი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ოპერაცია. ამასთან, მიღებული შეკვეთა ან მიღებული (შეძენილი) საქონელი წიგნში ფიქსირდება დაუყოვნებლივ, მიუხედავად მისი შესრულების ან ანაზღაურების დროისა. ფაქტობრივი ანაზღაურების მომენტები აისახება შენიშვნის გრაფაში; გ) მე-3 სვეტში � თავისუფალი ტექსტით მიეთითება სამეურნეო ოპერაციის (მიღებული შეკვეთა, შეძენილი საქონელი, გაცემული ხელფასი და სხვა) შინაარსი; დ) მე-4 სვეტში � საქონლის (მომსახურების) რეალიზაციიდან, აგრეთვე არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სარგებელი. თუ გადამხდელის საქმიანობა დაკავშირებულია მომხმარებელთა დიდ რიცხოვნობასთან, მას საგადასახადო ორგანოსთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების შემდგომ, უფლება აქვს წიგნის მე-4 სვეტში მონაცემები ყოველდღიური ჯამური შემოსავლების შესახებ, ასახოს სამუშაო დღის ბოლოს საკონტროლო სალარო აპარატის ყოველდღიური მაჩვენებლის მიხედვით;����������������������������������������������������������������������������������������������������������� ე) მე-5 სვეტში � საგადასახადო კოდექსით გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები.��������� 13. აღრიცხვის წიგნში შეიტანება ძირითადი საშუალებების შეძენის და რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლების (გამოსაქვითი ხარჯების) ოდენობა განისაზღვრება ამორტიზირებადი აქტივებისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.�� 14. კალენდარული წლის ბოლო დღეს წიგნი იხურება და მასში დაფიქსირებული შემოსავლებისა და ხარჯების ჯამური მაჩვენებლები აისახება შესაბამისი გადასახადების წლიურ დეკლარაციებში (გაანგარიშებებში).��������������������������������������������������������������������������������������������������������������������� 15. გადამხდელებმა გამარტივებული აღრიცხვის წესზე გადასვლის შემთხვევაში, უნდა დაიცვან შემდეგი წესები:������������������������������������������������������������������������������������������������������������������������� ა) ყველა შეკვეთა, რომლებიც გამარტივებული აღრიცხვის წესზე გადასვლის მომენტისათვის არ არის დასრულებული ექვემდებარება წიგნში ასახვას;�������������������������������������������������������������������� ბ) აღრიცხვის წიგნში ასახავს ექვემდებარება აგრეთვე ფულადი სახსრები, რომლებიც მიღებულია აღრიცხვის გამარტივებულ წესზე გადასვლის შემდეგ, თუ აღნიშნული თანხები მიღებულია გამარტივებულ წესზე გადასვლამდე მიწოდებულ საქონელზე (მომსახურებაზე).

16.წიგნის შენახვის ვადა 6 წელია. � №II-02 დანართი შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნი წელი ������ გადამხდელი ������������������������������������������������� �(იურიდიული პირის დასახელება მეწარმე ფიზიკური პირის გვარი, სახელი) საიდენტიფიკაციო ნომერი ��� ��� ��� ��� ��� ��� ��� ��� ��� ��� განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის სახე �� �� �� �� (კოდი) იურიდიული პირის ადგილმდებარეობის (ან ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის) მისამართი ��������������������������������������������� ��������������������������������������������������������������� ობიექტი, სადაც იწარმოება წიგნი ����������������������������������� საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირი ������������������������ �(გვარი, სახელი, ხელმოწერა) � ბ.ა � �№ რეგისტრაცია �თანხა შენიშვნა პირველადი დოკუმენტის თარიღი და ნომერი ოპერაციის შინაარსი შემოსავალი ხარჯი 1 2 3 4 5 6 �№II-03 დანართი შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნის დალუქვის შესახებ გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა � საგადასახადო ორგანო --------------------------------------------------------------------- გადასახადის გადამხდელი --------------------------------------------------------------- საიდენტიფიკაციო ნომერი ----------------------------------------------------------------იურიდიული მისამართი ----------------------------------------------------------------- გთხოვთ, დამილუქოთ შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნი. განმცხადებელ ი ���������������������������������� ������������������ �������� ( სახელი , გვარი )���������������������������������������� �(ხელმოწერა) თარიღი: � ������� � ���������������������� 20 წელი � შენიშვნა : გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს განცხადებას , აუცილებლობის შემთხვევაში , დამატებით დაურთოს სხვა ინფორმაცია .

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2026· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2026
  2. 17 იან. 2019
წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2026-08-04 · №397

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-06-24
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 106კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
  • 5აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 20კომისიის კომიტეტის უფლებამოსილებანი
  • 13კომისიის თავმჯდომარე
  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 16თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სპორტის შესახებ

  • 9საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 14კომისიის წევრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1410629215112013121632²928
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…ადგილობრივი თვითმმართვ…სპორტის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 აგვ. 2026