Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებმუხლი 4

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 4. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:აუდიტიბუღალტერიაგაკოტრება და კორპორატიული დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718

1.სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ამ კანონის შესაბამისად, თუ შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ნატურალურ საზომ ერთეულებზე დაყრდნობით, განზოგადებულად, ფულად გამოსახულებაში, მათი ქრონოლოგიური, განუწყვეტელი და დოკუმენტური ასახვით.

3.სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს დასაქმებული ბუღალტრის ან პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრის მეშვეობით, აგრეთვე საბუღალტრო ფირმის ან აუდიტორული ფირმის მიერ მომსახურების გაწევით.

4.სუბიექტი უზრუნველყოფს მის მიერ განხორციელებული ყველა ეკონომიკური მოვლენის ბუღალტრულ ანგარიშებზე ასახვის სისრულეს და შიდა კონტროლს.

5.სუბიექტი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, მისი საქმიანობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის სირთულის გათვალისწინებით: ა) განსაზღვრავს სააღრიცხვო პოლიტიკას; ბ) შეიმუშავებს ანგარიშთა გეგმას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების ფარგლებში; გ) შეიმუშავებს ეკონომიკური მოვლენების ამსახველი დოკუმენტების წარმოებისა და კონტროლის მექანიზმსა და პროცედურებს; დ) განსაზღვრავს სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშავების ვადებსა და ტექნოლოგიას; ე) ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი სტანდარტების საფუძველზე შეიმუშავებს ფინანსური ანგარიშგების ფორმებს და განსაზღვრავს ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცედურებს; ვ) შეიმუშავებს ბიზნესპროცესებისა და ბიზნესწესების ერთობლიობას (შიდა კონტროლის სისტემას), რომელიც უზრუნველყოფს მისი საქმიანობის ეფექტიანობას, ფინანსური ანგარიშგების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობასთან მათ შესაბამისობას.

6.სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს და ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს მატერიალური ფორმით ან ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით, ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი სტანდარტების საფუძველზე.

7.სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების საფუძველზე. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები შეიძლება შედგენილ იქნეს როგორც ერთ, ისე რამდენიმე ეგზემპლარად. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებია: ა) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები, მათ შორის, შიდა პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი – სუბიექტის შიდა ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე გარე პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი – მეორე მხარისგან მიღებული დოკუმენტი ან სუბიექტის მიერ მეორე მხარისთვის წარდგენილი დოკუმენტის ორიგინალი; ბ) მაგროვებელი დოკუმენტები (სააღრიცხვო რეგისტრი, ჟურნალი და სხვა დოკუმენტი).

8.ეკონომიკური მოვლენები ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების საფუძველზე ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება ორმაგი ჩაწერის პრინციპის შესაბამისად. ეკონომიკური მოვლენა ბუღალტრულ აღრიცხვაში მოხდენისთანავე აისახება. იგი ასევე აისახება იმ პერიოდის შესაბამის მაგროვებელ დოკუმენტებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელსაც მიეკუთვნება აღნიშნული მოვლენა.

9.ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერს (ბუღალტრულ გატარებას) აქვს შემდეგი რეკვიზიტები: ა) ოპერაციის თარიღი; ბ) სადებეტო და საკრედიტო ანგარიშები, შესაბამისი თანხების მითითებით; გ) ოპერაციის მოკლე აღწერა; დ) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის/მაგროვებელი დოკუმენტის დასახელება და ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ოპერაციის თანხობრივი მონაცემი.

10.(ამოღებულია - 21.04.2017, № 640).

11.პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი არის ეკონომიკური მოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც, საჭიროებისამებრ, ერთ ან რამდენიმე იდენტურ ეგზემპლარად დგება და რომელსაც, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქვს შემდეგი რეკვიზიტები: ა) დოკუმენტის დასახელება და ნომერი; ბ) დოკუმენტის შედგენის თარიღი; გ) ოპერაციის ეკონომიკური შინაარსი; დ) ოპერაციაში მონაწილე პირის/პირების დასახელება/დასახელებები; ე) ოპერაციაში მონაწილე პირის/პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები და მისამართი/მისამართები (საქონლის/მომსახურების მიწოდების ან სხვა აუცილებელ შემთხვევაში); ვ) ოპერაციის განხორციელების დამადასტურებელი ხელმოწერები; ზ) ოპერაციის თანხობრივი და რაოდენობრივი მონაცემები.

12.სუბიექტი უზრუნველყოფს ეკონომიკური მოვლენის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის როგორც ფორმის (დოკუმენტის სისრულე, გაფორმების სისწორე, რეკვიზიტების არსებობა და სხვა), ისე შინაარსის (ეკონომიკური მოვლენის კანონიერება, ცალკეული მაჩვენებლების ლოგიკური და არითმეტიკული სიზუსტე და სხვა) მიხედვით სწორად შედგენის კონტროლს. ფორმის ან შინაარსის მიხედვით არასწორად შედგენილი დოკუმენტი დოკუმენტის შედგენისათვის პასუხისმგებელ პირს უბრუნდება.

13.ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების შედგენა, მათში შესწორებებისა და დამატებების შეტანა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობისა და სუბიექტის მიერ შემუშავებული შესაბამისი პროცედურებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით, რის შედეგადაც შეუძლებელი იქნება ამ დოკუმენტების სანდოობაში ეჭვის შეტანა.

14.პირველადი აღრიცხვის დოკუმენტებში მოცემული ინფორმაცია ქრონოლოგიურად და სისტემატიზებულად, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ზოგადი პრინციპების დაცვით აისახება მაგროვებელ დოკუმენტებში.

15.ეკონომიკური მოვლენების დამადასტურებელ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებს როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად ხელს აწერს (აწერენ) სუბიექტის ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირი, ბუღალტერი ან სუბიექტის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა პირები.

16.შიდა კონტროლის სისტემაზე და სამართლიანი ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის და წარდგენისათვის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სუბიექტს ეკისრება.

17.დოკუმენტებში ასახული მონაცემების უტყუარობისათვის, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დროული და ხარისხიანი შედგენისათვის პასუხს აგებენ ამ დოკუმენტების შემდგენი და მათზე ხელის მომწერი პირები.

18.როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით არსებული ფინანსური ანგარიშგებები და ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები სუბიექტთან ინახება შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №640 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნესის ჩანაწერების გაყალბება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასამართლო ბუღალტერია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ყოველთვიური ბუღალტერია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №18

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 3ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამართლებრივი საფუძვლები
  • 5ფინანსური ანგარიშგება და მისი მომზადებისა და შედგენის ძირითადი პრინციპები

მეწარმეთა შესახებ

  • 56ბუღალტრული აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 112აღრიცხვა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 149ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 136შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 57ბუღალტრული აღრიცხვა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

  • 14საბუღალტრო ანგარიშგება

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

  • 7მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების ორგანიზება
  • 8მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენება სამართალსუბიექტების მიერ

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 20³ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოების პრინციპები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1420³7857136235112149564
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებბუღალტრული აღრიცხვის,ა…საქართველოს საბაჟო კოდ…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ეროვნული ბ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო