მუხლი 52. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – საფ), მათ შორის ელექტრონული ფორმით, გამოიწერება დანართი №III-05 ფორმით. ამავე ფორმის საფ-ი გამოიწერება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში.
2.იმ შემთხვევაში, როდესაც დასაბეგრი საქონლის/მომსახურების მიწოდებასთან ერთად ხორციელდება მისი ტრანსპორტირება (გარდა 57-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დანართი №III-06 ფორმის სპეციალური საფ-ი. ამ ფორმის საფ-ის გამოწერის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის.
