გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 75¹³ (დანართი 1). დღგ - ის თანხის დაბრუნებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განცხადებით წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: ა) საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ით დასაბეგრი პირისათვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ასლი (არსებობის შემთხვევაში, კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურები); ბ) საქართველოში საქონლის იმპორტირებისას გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში – იმპორტის საბაჟო დეკლარაციის ასლი და იმპორტის გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) უფლებამოსილი წარმომადგენლის დანიშვნის დამადასტურებელი მინდობილობა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან ერთად განცხადებას თან უნდა ერთოდეს ევროკავშირის შესაბამისი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც უნდა აღინიშნოს: ა) პირისათვის  ევროკავშირის  შესაბამის წევრ სახელმწიფოში მინიჭებული დღგ-ით დასაბეგრი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი; ბ) ევროკავშირის შესაბამის წევრ სახელმწიფოში დღგ-ის ჩათვლისათვის გამოყენებული პროპორცია; გ) საქმიანობის სახე, რასაც ეწეოდა დასაბეგრი პირი იმ საანგარიშო პერიოდში, რაზეც წარმოდგენილია დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნა, წარმოადგენს თუ არა შესაბამის სახელმწიფოში დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.

3.ამ ბრძანების მიზნებისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში წარდგენილ ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც შედგენილი არ არის ქართულ ენაზე, თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

4.დასაბეგრი პირი ვალდებულია, უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნის შესაფასებლად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 11 მარტის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 12.03.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. განცხადებით წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: ა) საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ით დასაბეგრი პირისათვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ასლი (არსებობის შემთხვევაში, კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურები); ბ) საქართველოში საქონლის იმპორტირებისას გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში – იმპორტის საბაჟო დეკლარაციის ასლი და იმპორტის გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) უფლებამოსილი წარმომადგენლის დანიშვნის დამადასტურებელი მინდობილობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან ერთად განცხადებას თან უნდა ერთოდეს ევროკავშირის შესაბამისი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც უნდა აღინიშნოს: ა) პირისათვის  ევროკავშირის  შესაბამის წევრ სახელმწიფოში მინიჭებული დღგ-ით დასაბეგრი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი; ბ) ევროკავშირის შესაბამის წევრ სახელმწიფოში დღგ-ის ჩათვლისათვის გამოყენებული პროპორცია; გ) საქმიანობის სახე, რასაც ეწეოდა დასაბეგრი პირი იმ საანგარიშო პერიოდში, რაზეც წარმოდგენილია დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნა, წარმოადგენს თუ არა შესაბამის სახელმწიფოში დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. 3. ამ ბრძანების მიზნებისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში წარდგენილ ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც შედგენილი არ არის ქართულ ენაზე, თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. 4. დასაბეგრი პირი ვალდებულია, უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნის შესაფასებლად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 11 მარტის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 12.03.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 3 იან. 2011 – 29 აგვ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18¹181¹18116875¹⁰ …75¹² …75⁶ (…13131618275¹³ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბიუჯეტო …უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა