Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებმუხლი 13

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 13. გადამყვანი კომპანიის ვალდებულება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადამყვანი კომპანია ვალდებულია: ა) შეამოწმოს უცხოელის დოკუმენტები, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მას საქართველოში შემოსვლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული მოქმედი საქართველოს ვიზა და სამგზავრო დოკუმენტები; ბ) ჩამოსვლისთანავე წარადგინოს უცხოელი ინსპექტირებისათვის სასაზღვრო გამტარ პუნქტში; გ) უკან დააბრუნოს ის უცხოელი, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე.

2.გადამყვანი კომპანია ვალდებულია გაიღოს იმ უცხოელის უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების და უკან დაბრუნებამდე წარმოქმნილი გაჩერების ხარჯები, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ ჰქონდა საქართველოში შემოსვლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის საფუძველი და სამგზავრო დოკუმენტები.

3.თუ სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უცხოელს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სახელმწიფო ვალდებულია გაიღოს უცხოელის უკან დაბრუნებამდე წარმოქმნილი გაჩერების ხარჯები, ხოლო უცხოელის უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების ხარჯებს გაიღებს გადამყვანი კომპანია.

4.გადამყვანი კომპანია უფლებამოსილია მის მიერ უკან დაბრუნებულ უცხოელს მოთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გაიღო უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის გამო.

5.ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადამყვან კომპანიას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IV საქართველოში ბინადრობის ნებართვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადამყვანი კომპანია ვალდებულია: ა) შეამოწმოს უცხოელის დოკუმენტები, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მას საქართველოში შემოსვლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული მოქმედი საქართველოს ვიზა და სამგზავრო დოკუმენტები; ბ) ჩამოსვლისთანავე წარადგინოს უცხოელი ინსპექტირებისათვის სასაზღვრო გამტარ პუნქტში; გ) უკან დააბრუნოს ის უცხოელი, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე. 2. გადამყვანი კომპანია ვალდებულია გაიღოს იმ უცხოელის უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების და უკან დაბრუნებამდე წარმოქმნილი გაჩერების ხარჯები, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ ჰქონდა საქართველოში შემოსვლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის საფუძველი და სამგზავრო დოკუმენტები. 3.  თუ სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უცხოელს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე,  გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სახელმწიფო ვალდებულია გაიღოს  უცხოელის  უკან დაბრუნებამდე წარმოქმნილი გაჩერების ხარჯები, ხოლო უცხოელის უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების ხარჯებს გაიღებს გადამყვანი კომპანია. 4. გადამყვანი კომპანია უფლებამოსილია მის მიერ უკან დაბრუნებულ უცხოელს მოთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გაიღო უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის გამო. 5. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადამყვან კომპანიას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IV საქართველოში ბინადრობის ნებართვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №23

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 139⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 47უცხოელის საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნები
  • 48საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება
  • 12სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 139⁵გადამყვანი კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 679გამგზავნის მიერ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
  • 732შემკვეთის მოვალეობანი
  • 676გადამზიდველის ვალდებულება ტვირთის მიღებისას

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 120ტრანზიტის პროცედურის მფლობელის, გადამზიდავისა და საქონლის მიმღების ვალდებულებები
  • 71საქონლის განსაზღვრულ ადგილზე გადაზიდვა/გადატანა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 25საგადახდო დავალების უარყოფა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
139⁵67973267643255 (და…4748121207113
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026