Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 75⁶ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 75⁶ (დანართი 1). დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹2344¹5678

1.დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე და საპასპორტო კონტროლის გავლამდე, უცხოელი უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილ ქვითარს წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს, რომელიც ქვითრის უნიკალური ნომრის მიხედვით ამოწმებს მონაცემების სისწორეს ელექტრონულ სისტემაში.

1¹.შეუფუთავი საქონელი იდენტიფიცირების მიზნით ექვემდებარება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმებას, ხოლო შეფუთული საქონელი  მოწმდება  ცალკეულ შემთხვევაში, რისკის მართვის სისტემის საფუძველზე.

2.იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ამ ინსტრუქციის 75 5 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი ბეჭდით ამოწმებს უცხოელის მიერ წარდგენილ ქვითარს და შესაბამის მონაცემებს ასახავს ელექტრონულ სისტემაში.

3.ამ ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი უარს ეუბნება უცხოელს დღგ-ის თანხის დაბრუნებაზე.

4.საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე უცხოელი უფლებამოსილია დაიბრუნოს საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა.

4¹.საზღვაო ნავსადგურებში უცხოელმა შესაძლებელია დაიბრუნოს საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის  თანხა საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ, თუ საპასპორტო კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება საზღვაო ტრანსპორტზე.

5.უცხოელის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება ბანკის მიერ ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

6.ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენელი, უცხოელის მიერ წარდგენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ქვითრის საფუძველზე, ელექტრონულ სისტემაში ამოწმებს ინფორმაციას შეძენილ საქონელზე.

7.უცხოელისათვის დასაბრუნებელი დღგ-ის თანხა იანგარიშება დარიცხული დღგ-ის თანხიდან საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის და ბანკის მიერ გაწეული მომსახურების საკომისიოს გამოკლებით.

8.უნაღდო ანგარიშსწორებისას უცხოელს გადახდილი დღგ-ის თანხა უბრუნდება ქვეყნის დატოვებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში – უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ქვითრის წარდგენისთანავე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №390 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანება N87 – ვებგვერდი, 25.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №377 – ვებგვერდი, 27.11.2015წ. დანართი №III-26 (თან ერთვის დანართის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №390 – ვებგვერდი, 13.07.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №616 – ვებგვერდი, 21.12.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №69 – ვებგვერდი, 09.03.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანება N87 – ვებგვერდი, 25.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის ბრძანება № 377 – ვებგვერდი, 27.11.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №326 – ვებგვერდი, 20.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №197 - ვებგვერდი, 26.08.2020წ. თავი XIX 2 კომერციული ბანკებისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №547 – ვებგვერდი, 24.10.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №302 - ვებგვერდი, 03.08.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №228 · ძალაშია 8 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 75⁵ (დანართი 1)შემდეგი მუხლი 75⁷ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 131 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 42 (დანართი 1)მუხლი 44 (დანართი 1)მუხლი 96 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 75⁸ (დანართი 1)კომერციული ბანკებისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი
  • 75⁵ (დანართი 1)დღგ-ის თანხის დაბრუნება
  • 75¹³ (დანართი 1)დღგ - ის თანხის დაბრუნებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 181დღგ-ის თანხის დაბრუნება
  • 181¹დღგ-ის თანხის დაბრუნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრი პირისთვის
  • 168დეკლარირების წესი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18¹ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება და სხვა გადასახადის გადახდის ანგარიშში გადატანა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 107დაბრუნებული საქონელი
  • 63იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშება და გადახდის წესი
  • 28კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 13გადამყვანი კომპანიის ვალდებულება

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18¹181181¹16842 (დ…44 (დ…96 (დ…75⁸ (…75⁵ (…75¹³ …5 (და…13107632875⁶ (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს საბაჟო კოდ…უცხოელთა და მოქალაქეობ…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026