ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

მუხლი 58

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

დენონსაცია 1. მაღალ ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია შეუძლია მის მიმართ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან ხუთი წლის შემდეგ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის ექვსი თვით ადრე გაგზავნილი შესაბამისი შეტყობინების მეშვეობით. გენე რალური მდივანი ამის შესახებ აცნობებს სხვა მაღალ ხელ შემკვრელ მხარეებს.

2.დენონსაცია არ ათავისუფლებს მაღალ ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისაგან ისეთი ქმედებისათვის, რომელიც წარმოადგენს ამ ვალდებულებათა შესაძლო დარღვევას და ჩადენილია დენონსაციის ძალაში შესვლამდე.

3.ამავე პირობის თანახმად, ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც შეწყვეტს ევროპის საბჭოს წევრობას, ვერ იქნება ვერც კონვენციის მონაწილე მხარე.

4.კონვენციის დენონსაცია ამ მუხლის წინარე პუნქტების შესაბამისად, შესაძლებელია ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ, რომელზედაც მისი გავრცელება გამოცხადდა 56-ე მუხლის საფუძველზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455858
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)