ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

მუხლი 59

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

ხელმოწერა და რატიფიკაცია 1. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევ რებისათვის. ის ექვემდებარება რატიფიკაციას. რატიფიკაციის სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

2.ევროპის კავშირს შეუძლია მიუერთდეს ამ კონვენციას.

3.წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის რატიფიკაციის ათი სიგელის დეპონირების შემდეგ.

4.იმ ხელმომწერის მიმართ, რომელიც შემდგომში მოახდენს რატიფიკაციას, კონვენცია ძალაში შედის შესაბამისი რატიფიკაციის სიგელის დეპონირებისთანავე.

5.ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს ყველა წევრს ატყობინებს კონვენციის ძალაში შესვლის, რატიფიკაციის მომხდენ მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა ვინაობისა და ყოველი შემდგომში დეპონირებული რატიფიკაციის სიგელის შესახებ. შესრულებულია რომში 1950 წლის 4 ნოემბერს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად ავთენტიკურ ტექსტებად, ერთადერთ ცალად, რომელიც დაცული იქნება ევროპის საბჭოს არქივში. დამოწმებულ ასლებს გენერალური მდივანი უგზავნის კონვენციის ყველა ხელმომწერს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455859
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)