ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 11

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პირი, რომელიც დაკავებულია და რომლის სასამართლოში პირად გამოცხადებაზე მოწმის როლში ან დაპირისპირებისათვის ითხოვს მომთხოვნი მხარე დროებით გადაიცემა იმ ტერიტორიაზე, სადაც უნდა შედგეს საქმის მოსმენა, იმ პირობით, რომ ის დაბრუნებული იქნება მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ ვადებში და მე–12 მუხლის დებულებათა იმ ზომით გამოყენებით, რამდენადაც შეესაბამერბა. გადაცემაზე შეიძლება უარი ითქვას: (ა)თუ დაკავებული პირი არ ეთანხმება; (ბ)თუ მისი მოპასუხე მხარის ტერიტორიაზე ყოფნა აუცილებელია სისხლის სამართლებრივი დევნისათვის; (გ) თუ გადაცემამ შეიძლება გაახანგძლივოს მისი დაკავების ქვეშ ყოფნა; ან (დ)არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი, რათა ის არ გადაეცეს მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე.

2.მე–2 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით წინა პუნქტში გათვალისწინებული დაკავებულ პირთა სატრანზიტო გადაყვანა ამ კონვენციის წევრი მესამე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით დაიშვება მომთხოვნის მხარის იუსტიციის სამინისტოროს მიერ ტრანზიტული ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსადმი შუამდგომლობის საფუძველზე,რომელსაც თან ერთვის ყველა აუცილებელი დოკუმენტი. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი განაცხადოს მისი მოქალაქის ტრანზიტზე.

3.გადაცემული პირი მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე რჩება დაკავების ქვეშ და სადც საჭიროა ტრანზიტული მხარის ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარე რომელსაც ეთხოვა გადაცემა არ მოითხოვს მის განთავისუფლებას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455811
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)