ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 12

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოწმეს ან ექსპერტს მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, რომელიც სასამართლო უწყისის საფუძველზე წარდგა მომთხოვნი მხარის სასამართლო ორგანოების წინაშე, ამ ტერიტორიაზე არ შეეფარდება სასამართლო დევნა, დაკავება ან სხვა მისი პირადი თავისუფლების შეზღუდვა იმ ქმედებისთვის ან განაჩენებისათვის, რომელიც წინ უსწრებენ მის გამგზავრებას მოპასუხე მხარის ტერიტორიიდან.

2.მიუხედავად მისი მოქალაქობისა, პირი რომელიც სასამართლო უწყების საფუძველზე წარდგა მომთხოვნი მხარის სასამართლო ორგანოების წინაშე, იმ ქმედებისათვის, რომელთა საფუძველზეც მის წინააღმდეგ იქნა აღძრული საქმე ამ ტერიტორიაზე არ შეეფარდება სასამართლო დევნა, დაკავება ან სხვა მისი პირადი თავისუფლებსი შეზღუდვა იმ ქმედებისათვის ან განაჩენებისათვის, რომლებიც წინ უსწრებდნენ მის გამგზავრებას მოპასუხე მხარის ტერიტორიიდან, თუ ეს სპეციალურად არ იყო აღნიშნული სასამართლოს უწყებაში.

3.წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული იმუნიტეტი წყდება თუ მოწმეს, ექსპერტს ან განსასჯელს ჰქონდა რა მომთხოვნი მხარის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა და მას მერე რაც მისი ყოფნა არ ესაჭიროებოდათ სასამართლო ორგანოებს, 15 დღის განმავლობაში არ ტოვებს ამ ტერიტორიას, რჩება ამ ტერიტორიაზე ან მისი დატოვების შემთხვევასი ბრუნდება. თავი ΙV. სასამართლო ჩანაწერები

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455812
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)