საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით , „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის „ რ “ ქვეპუნქტის , „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -12 მუხლისა და „ მეცნიერების , ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ “ საქართველოს კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად , დამტკიცდეს :
1.ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულება (დანართი №1).
2.საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები (დანართი №2). საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.

