გრანტების შესახებ

მუხლი 5². ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 −1 6 პუნქტებით გათვალისწინებული გრანტების გაცემის წესი

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 , 1 5 ან 1 6 პუნქტით გათვალისწინებული გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას.

2.საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას საჭიროებს აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 , 1 5 ან 1 6 პუნქტით გათვალისწინებული გრანტის გაცემა სხვა სახელმწიფოს იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.

3.ამ მუხლით განსაზღვრული გრანტის გაცემის საფუძველია მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება (განურჩევლად იმისა, იგი ერთი დოკუმენტით არის წარმოდგენილი თუ ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე დოკუმენტით, და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა) და ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის წერილობითი გადაწყვეტილება.

4.გრანტის გამცემმა ამ მუხლით გათვალისწინებული წერილობითი გადაწყვეტილება და წერილობითი ხელშეკრულების პროექტი თანხმობის მისაღებად უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.

5.იმ სახსრების ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემა/გაცემა ან/და მიღება, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გადაცემულია/გაცემულია ან/და მიღებულია ამ მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით, იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასეთ შემთხვევაზე ვრცელდება ამ მუხლით დადგენილი წესი და ამ კანონის 6​ 1 და 6​ 2 მუხლების მოქმედება. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1379 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 , 1 5 ან 1 6 პუნქტით გათვალისწინებული გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას. 2. საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას საჭიროებს აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 , 1 5 ან 1 6 პუნქტით გათვალისწინებული გრანტის გაცემა სხვა სახელმწიფოს იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. 3. ამ მუხლით განსაზღვრული გრანტის გაცემის საფუძველია მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება (განურჩევლად იმისა, იგი ერთი დოკუმენტით არის წარმოდგენილი თუ ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე დოკუმენტით, და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა) და ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის წერილობითი გადაწყვეტილება. 4. გრანტის გამცემმა ამ მუხლით გათვალისწინებული წერილობითი გადაწყვეტილება და წერილობითი ხელშეკრულების პროექტი თანხმობის მისაღებად უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. 5. იმ სახსრების ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემა/გაცემა ან/და მიღება, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გადაცემულია/გაცემულია ან/და მიღებულია ამ მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით, იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასეთ შემთხვევაზე ვრცელდება ამ მუხლით დადგენილი წესი და ამ კანონის 6​ 1 და 6​ 2 მუხლების მოქმედება. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1379 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 აპრ. 2026 – 30 ივნ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივლ. 2019 – 4 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 10 მაი. 2019 – 1 ივლ. 2019 ტექსტი უცნობია

  4. 30 ივლ. 1996 – 10 მაი. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. დაემატა 5² მუხლი, რომელიც მე-2 მუხლის 1⁴–1⁶ პუნქტებით გათვალისწინებული გრანტის გაცემას უკავშირებს მთავრობის ან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობას, განსაზღვრავს გაცემის საფუძველს და ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მოჩვენებითი გარიგებისთვის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
319¹40235¹5458¹8366⁴¹1310015⁸45²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…გრანტების შესახებუმაღლესი განათლების შე…საერთო სასამართლოების …ადგილობრივი თვითმმართვ…კონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა