Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებმუხლი 15¹

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

მუხლი 15¹. საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სამეცნიერო ფონდები

რედაქცია №24 კონსოლიდირებული · 4 თებ. 2026
თემები:დაფუძნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ხარჯზე სამეცნიერო კვლევების საგრანტო სისტემით, კონკურსის წესით დასაფინანსებლად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სამეცნიერო ფონდებს (შემდგომ – სამეცნიერო ფონდი).

2.სამეცნიერო ფონდის საქმიანობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესდებით. სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

3.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაწეული მომსახურებისთვის შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

4.იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1915 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.225 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2942 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.124 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3445 - სსმ I, №42, 22.07.2010 წ., მუხ.267 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6303 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2017 წლის 16 ივნისის კანონი №1045 - ვებგვერდი, 27.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1113 - ვებგვერდი, 10.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3029 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №351 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3837 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  2. 11 ივლ. 2018
  3. 10 ივლ. 2017
  4. 27 ივნ. 2017

    15¹ მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომელიც სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში პროექტების შემფასებელ ექსპერტთა ვინაობას აცხადებს კონფიდენციალურად.

  5. 12 ივნ. 2012

    15¹ მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მომსახურებაზე საფასურის დაწესების შესაძლებლობას ითვალისწინებს და მის დამტკიცებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკისრებს.

  6. 22 ივლ. 2010

    პირველ პუნქტში ფონდებს ახლა სამინისტრო აფუძნებს და დასახელებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. მე-2–მე-8 პუნქტები ჩანაცვლდა ერთი პუნქტით წესდებისა და ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ.

  7. 4 მაი. 2010

    მე-4 პუნქტით ფონდების დირექტორებს ახლა პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; მე-8 პუნქტით სამეცნიერო საბჭოს დაკომპლექტების წესს მთავრობის ნაცვლად ეს მინისტრი ადგენს.

  8. 19 ნოე. 2009

    მე-4 პუნქტი ორივე ფონდის დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლებას აერთიანებს და პრემიერ-მინისტრს სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს; მე-5 პუნქტი, პრეზიდენტთან შეთანხმების წესით, ამოღებულია.

  9. 31 დეკ. 2006· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005

    ახალი 15¹ მუხლი აწესებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გამცემი სამეცნიერო ფონდების სამართლებრივ ფორმას, მიზანს, წესდების დამტკიცებას, დირექტორის დანიშვნას და სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის კვოტებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კვლევითი ორგანიზაციის (Think Tank) რეგისტრაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 თებ. 2026 · №24

  • 9 ცვლილება · ბოლო 15 დეკ. 2023
  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 10¹საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება
  • 24¹საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის უფლებამონაცვლეობა
  • 10სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 11¹საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულება
  • 83სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტი
  • 10¹საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებაუნარიანობა

ზოგადი განათლების შესახებ

  • 58ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნების უზრუნველყოფა
  • 31ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

  • 10¹სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 32კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
  • 4ცენტრის სამართლებრივი სტატუსი

გრანტების შესახებ

  • 4გრანტის მიმღები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10¹10¹24¹105831411¹8310¹32415¹
მნიშვნელობით ახლოსმეცნიერების, ტექნოლოგი…უმაღლესი განათლების შე…ზოგადი განათლების შესა…საჯარო სამართლის იურიდ…განათლების ხარისხის გა…გრანტების შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 თებ. 2026 · რედაქცია №24 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026