ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ

მუხლი 13 (დანართი 1). პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 30 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2.ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ: ა) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში გაუქმდა მისი ავტორიზაცია; ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია.

3.გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.

4.პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში   ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში ფონდში წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, წარდგენილ ანგარიშებზე ფონდის მიერ დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები, აუდიტორული შემოწმების შემთხვევაში, მიღებულია დადებითი დასკვნა, მხარეთა შორის გაფორმებულია შედარების აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №320 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5²51304¹83403 (და…7 (და…12 (დ…2311 (დ…424 (დ…13 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსფუნდამენტური კვლევების…გრანტების შესახებსაქართველოს სამოქალაქო…უმაღლესი განათლების შე…საჯარო სამსახურში კონკ…კომპანიის ნარჩენების მ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა