კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 4. გეგმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 23 იან. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გეგმა თანხმდება სააგენტოსთან. სააგენტო განიხილავს წარმოდგენილ გეგმას და თანხმობის შემთხვევაში წერილობით აცნობებს დაინტერესებულ პირს მისი შეთანხმების შესახებ.

2.გეგმის განხილვისა და შეთანხმების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

3.იმ შემთხვევაში, თუ გეგმა ან/და თანდართული დოკუმენტები არ შეიცავს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან/და წარმოდგენილია მითითებულ მოთხოვნათა დარღვევით ან/და არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააგენტო წერილობით აცნობებს დაინტერესებულ პირს აღნიშნულის თაობაზე და შენიშვნების გათვალისწინებისთვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.

4.თუ დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დაზუსტებულ გეგმას ან/და შესაბამის დოკუმენტაციას, სააგენტო წარმოდგენილ გეგმას დატოვებს განუხილველად.

5.სააგენტო უფლებამოსილია მოაწყოს გეგმის განხილვა დაინტერესებულ პირთან ერთად. გეგმის განხილვისას ასევე შესაძლებელია მოწვეულ იქნეს იმ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, სადაც დაინტერესებული პირი საქმიანობას ეწევა.

6.მოთხოვნის შემთხვევაში გეგმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს კოდექსით უფლებამოსილი პირებისთვის. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №2-476 - ვებგვერდი, 04.08.2025წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2026 წლის 23 იანვრის ბრძანება №2-18 - ვებგვერდი, 26.01.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 26 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
836¹13319 (და…373233181916174
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომპანიის ნარჩენების მ…მომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …ნარჩენების შეგროვების,…კონკურენციის შესახებსაქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა