1.პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს: ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება; ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება; გ) მივლინება; დ) საქონელი და მომსახურება; ე) არაფინანსური აქტივები; ვ) ზედნადები ხარჯები.
1¹.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2.გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, უძრავი ქონების იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა და ა.შ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის დადგენილება №243 - ვებგვერდი, 22.05.2017წ.

