1.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები წარმოადგენენ ამ ტერიტორიათა სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ფინანსურ ბაზას . ამ ბიუჯეტების მეშვეობით საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური , სოციალური , კულტურული და სხვა სახის პროგრამების , ადგილობრივი და რეგიონალური მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსება .
2.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის) ორგანოები დამოუკიდებლად ადგენენ , ამტკიცებენ და ასრულებენ შესაბამის ბიუჯეტებს . საქართველოს 2002 წლის 18 იანვრის კანონი №1256-სსმI,№2,04.02.2002წ.,მუხ.12

