Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებმუხლი 30

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 30. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავალი

რედაქცია №34კონსოლიდირებული · 26 აგვ. 2003

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2004.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში მთლიანად ჩაირიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები: ა) მიწის გადასახადი; ბ) ქონების გადასახადი; გ) გადასახადი ქონების გადაცემისათვის; დ) გადასახადი მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის; ე) გადასახადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებთან ერთად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში აგრეთვე ჩაირიცხება საქართველოს პარლამენტის მიერ მოგების, საშემოსავლო, ფიქსირებული და მცირე ბიზნესის გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივებით განსაზღვრული შემოსავალი.

3.გამონაკლის შემთხვევებში „სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ" საქართველოს კანონით შესაძლებელია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს დედაქალაქისა და ქ. ფოთისათვის არაპირდაპირი გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების განსაზღვრა.

4.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში მთლიანად ჩაირიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ადგილობრივი გადასახადები: ა) სამეწარმეო საქმიანობის გადასახადი; ბ) სათამაშო ბიზნესის გადასახადი; გ) (ამოღებულია); დ) (ამოღებულია); ე) (ამოღებულია); ვ) (ამოღებულია); ზ) (ამოღებულია).

5.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში არასაგადასახადო შემოსავლის სახით, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვედებარდ ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესის თანახმად, ჩაირიცხება: ა) ნებართვების, ლიცენზიების გაცემისა და სხვა სახის სახელმწიფო (ან სახელმწიფოს სახელით) მომსახურების გაწევიდან მიღებული მოსაკრებელი და საფასური; ბ) სახელმწიფო ბაჟი; გ) ადგილობრივი მმართველობის გამგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და მიწის იჯარიდან მიღებული შემოსავალი; დ) ადგილობრივი მმართველობის გამგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონებით ანდა ასეთი ქონების მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისაგან მიღებული დივიდენდები და მოგების ნაწილი; ე) როიალტები; ვ) სესხის, დეპოზიტის, ვექსელისა და სხვა პროცენტები (სარგებელი); ზ) (ამოღებულია); თ) შემოსავალი ადგილობრივი მმართველობის გამგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან; ი) შემოსავალი ტრანსფერტებიდან; კ) შემოსავალი გრანტებიდან; ლ) „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების შედეგად მიღებული შემოსავლების 50%, საიდანაც განხორციელდება აღნიშნული კანონის ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება; მ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლების 40%, ქალაქ თბილისის გარდა, რომლიდანაც ჩაირიცხება 50%; ნ) სხვა არასაგადასახადო შემოსავალი. საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი №585-პარლამენტის უწყებანი №9-10(41-42/11),15.03.1997წ.,გვ.55 საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1176-პარლამენტის უწყებანი №47-48,31.12.1997წ.,გვ.146 საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1437-პარლამენტის უწყებანი №23-24,30.06.1998წ.,გვ.36 საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1670-სსმI,№4,20.11.1998წ.,მუხ.36 საქართველოს 2002 წლის 18 იანვრის კანონი №1256-სსმI,№2,04.02.2002წ.,მუხ.12 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3036-სსმI,№29,18.09.2003წ.,მუხ.213

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 1 იან. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 21 მაი. 2003
  2. 1 იან. 2004· გამოქვეყნდა 18 სექ. 2003
  3. 4 თებ. 2002
  4. 1 იან. 2002· გამოქვეყნდა 5 ივნ. 2002
  5. 29 თებ. 2000
  6. 20 ნოე. 1998

    30-ე მუხლის ჩამონათვალს დაემატა „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადებიდან (50%) და სახელმწიფო მიწის გასხვისებიდან (40%, თბილისისთვის 50%) მიღებული შემოსავლების შესახებ.

  7. 30 ივნ. 1998

    მე-3 პუნქტში გამონაკლისი წესით ნორმატივების განსაზღვრის ადრესატთა წრეს დაემატა ქ. ფოთი; მუხლის წყაროების ჩამონათვალს დაემატა 1998 წლის 12 ივნისის №1437 კანონის მითითება.

  8. 1 იან. 1998· გამოქვეყნდა 31 დეკ. 1997

    30-ე მუხლის ზოგადი ჩამონათვალი შეიცვალა ხუთპუნქტიანი რედაქციით, რომელიც ცალ-ცალკე განსაზღვრავს საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს, ანარიცხებს, ადგილობრივ გადასახადებს და არასაგადასახადო შემოსავლებს; მიზნობრივი ტრანსფერტებისა და მიღებული სესხების ცალკე ჩამონათვალი ახალ ტექსტში არ ჩანს.

  9. 15 მარ. 1997

    30-ე მუხლს დაემატა ბოლო აბზაცი, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკებისათვის დამატებული ღირებულების, აქციზისა და საბაჟო გადასახადიდან ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივების განსაზღვრას დასაშვებად აცხადებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 26 აგვ. 2003 · №34

  • 9 ცვლილება · ბოლო 18 სექ. 2003
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 25შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების წესი
  • 26გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობების განაწილება

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 5აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"

  • 5აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 5აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
  • 3აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ

  • 2

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ

  • 5აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"

  • 5აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 5აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
  • 3აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

  • 17საქართველოს რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2526521535555321730
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაბიუჯეტო სისტემისა და…საქართველოს საბიუჯეტო …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …