საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 28. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიში

რედაქცია №34კონსოლიდირებული · 26 აგვ. 2003

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშს ადგენს და საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო .

2.საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვისა .

3.საქართველოს კონტროლის პალატა პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშს პარლამენტში წარდგენის დღიდან არა უგვიანეს ორი კვირისა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით .

4.სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს პარლამენტი განიხილავს მისი წარმოდგენიდან არა უგვიანეს 45 დღისა .

5.მთავრობის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მტკიცდება , თუ ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსავლისა და ხარჯების მოცულობებს , ხარჯების გაწევის კანონიერებას . წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს ანგარიში .

6.სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში , აგრეთვე " საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ " საქართველოს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, პარლამენტი უფლებამოსილია ბიუჯეტის კანონის შესრულების ნაწილში მთავრობის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად მიიჩნიოს და პრეზიდენტის წინაშე დასვას აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი , აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით მისცეს პრეზიდენტს რეკომენდაციული ხასიათის წინადადებები .

7.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში და საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილება ანგარიშის დამტკიცების შესახებ ქვეყნდება პრესაში . კარი V აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 1 იან. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 მარ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში ორგანოთა ჩამონათვალში კომისიის სახელწოდება შეიცვალა ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3166395538421041354114213613828
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფო აუდიტის სამ…აფხაზეთის ავტონომიური …