Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებმუხლი 21

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 21. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავალი

რედაქცია №34კონსოლიდირებული · 26 აგვ. 2003

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2004.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავალში, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მთლიანად ჩაირიცხება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით გათვალისწინებული შემდეგი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები: ა) დამატებული ღირებულების გადასახადი და „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურისა ; ბ) აქციზი , გარდა საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხებისა, რომლებიც მიიმართება სახელმწიფო საგზაო ფონდში და აქციზური მარკების დაბეჭდვის, ტრანსპორტირებისა და მიმოქცევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფარავად გათვალისწინებული სახსრებისა, რომლებიც ირიცხება ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და რომელთა ოდენობა ერთ მარკასთან მიმართებაში განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით ; გ) საბაჟო გადასახადი.

1¹.(ამოღებულია).

2.საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადასახადების გარდა, აგრეთვე ჩაირიცხება საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების მიხედვით სხვა ბიუჯეტებში გადასაცემი ანარიცხების გამოკლების შემდეგ დარჩენილი მოგების, საშემოსავლო, ფიქსირებული და მცირე ბიზნესის გადასახადების ნაწილი.

3.საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში არასაგადასახადო შემოსავლის სახით, შესაბამისი საკანონმდებლო და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესითა და ოდენობით ჩაირიცხება: ა) ნებართვების, ლიცენზიების გაცემისა და სხვა სახის სახელმწიფო (ან სახელმწიფოს სახელით) მომსახურების გაწევიდან მიღებული მოსაკრებელი და საფასური, გარდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ტარიფის დადგენისა და რეგულირების საფასურისა, რომელიც გამოიყენება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული წესით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული რეგულირების ყოველწლიური საფასურისა, აგრეთვე „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირების საფასურისა, „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43-ე, 44-ე, 44 1 , 44 3 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 60 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 60 3 , 173 5 , 177 11 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის გადახდევინებული ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების 50%-ისა, რომელიც მიემართება შესაბამისი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულების სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე ; ბ) სახელმწიფო ბაჟი; გ) სახელმწიფო ქონების იჯარიდან მიღებული შემოსავალი; დ) მთლიანად სახელმწიფო ქონებით ანდა სახელმწიფო ქონების მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისაგან მიღებული დივიდენდები და მოგების ნაწილი; ე) როიალტები; ვ) სახელმწიფო სესხის, დეპოზიტის, ვექსელის და სხვა პროცენტი (სარგებელი); ზ) შემოსავალი სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან; თ) შემოსავალი სახელმწიფო მარაგის გაყიდვიდან; ი) შემოსავალი მიწისა და არამატერიალური აქტივების გაყიდვიდან; კ) შემოსავალი ტრანსფერტებიდან; ლ) შემოსავალი გრანტებიდან; მ) სხვა არასაგადასახადო შემოსავალი ; მ) „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების შედეგად მიღებული შემოსავლების 50%; ნ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლების 50%, ქალაქ თბილისის გარდა, რომლიდანაც ჩაირიცხება 40%;“ ო ) სხვა არასაგადასახადო შემოსავალი .

4.სახელმწიფო მიწის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლების 7% ჩაირიცხება მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახაზინო ანგარიშზე მიწის რეფორმის ღონისძიებათა დასაფინანსებლად და 3% – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სახაზინო ანგარიშზე ქალაქების, რაიონების გენერალური გეგმების, განაშენიანების პროექტებისა და სქემების შესადგენად. საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი №585-პარლამენტის უწყებანი №9-10(41-42/11),15.03.1997წ.,გვ.55 საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1176-პარლამენტის უწყებანი №47-48,31.12.1997წ.,გვ.146 საქართველოს 1998 წლის 1 მაისის კანონი №1371-პარლამენტის უწყებანი №19-20,30.05.1998წ.,გვ.59 საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1670-სსმI,№4,20.11.1998წ.,მუხ.36 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI,№15(22),14.05.1999წ.,მუხ.63 საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2211-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.137 საქართველოს 2000 წლის 10 მარტის კანონი №205-სსმI,№9,21.03.2000წ.,მუხ.23 საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №761-სსმI,№6,20.03.2001წ.,მუხ.15 საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1016-სსმI,№24,01.08.2001წ.,მუხ.95 საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი №1086-სსმI,№29,17.10.2001წ.,მუხ.116 საქართველოს 2002 წლის 3დეკემბრის კანონი №1807-სსმI,№32,20.12.2002წ.,მუხ.152 საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2283-სსმI,№13,02.06.2003წ.,მუხ.84 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3036-სსმI,№29,18.09.2003წ.,მუხ.213

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 1 იან. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2004· გამოქვეყნდა 18 სექ. 2003
  2. 2 ივლ. 2003· გამოქვეყნდა 2 ივნ. 2003
  3. 1 იან. 2003· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2000

    21-ე მუხლის 1¹ პუნქტი ამოღებულია: ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავალში სოციალური გადასახადის საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ნაწილის ჩარიცხვის დანაწესი ამ მუხლში აღარ არსებობს.

  4. 1 იან. 2002· გამოქვეყნდა 17 ოქტ. 2001
  5. 1 იან. 2002· გამოქვეყნდა 1 აგვ. 2001

    21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში დამატებული ღირებულების გადასახადს დაემატა სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური.

  6. 13 იან. 2001· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2000

    21-ე მუხლის პირველ პუნქტში „ა“ ქვეპუნქტს დაემატა გამონაკლისი რეგულირების ყოველწლიურ საფასურზე, ხოლო ჩამონათვალს დაემატა „მ“ ქვეპუნქტი სხვა არასაგადასახადო შემოსავალზე.

  7. 21 მარ. 2000

    21-ე მუხლის მე-3 პუნქტში ჩარიცხვის წესი და ოდენობა განისაზღვრება საკანონმდებლო და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებით; ამოღებულია ქვეპუნქტი „სხვა არასაგადასახადო შემოსავალი“.

  8. 19 ივლ. 1999· გამოქვეყნდა 5 ივლ. 1999

    21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი სახელმწიფო ბაჟთან ერთად მოიცავს აქციზური მარკების ხარჯების დასაფარავ სახსრებს სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე; ამოღებულია „მ“ ქვეპუნქტი „სხვა არასაგადასახადო შემოსავალი“.

  9. 14 მაი. 1999

    21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატა გამონაკლისი ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონით დაწესებული ტარიფის დადგენისა და რეგულირების საფასურისთვის.

  10. 20 ნოე. 1998

    21-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები მიწასთან დაკავშირებული შემოსავლების 50%-ის ჩარიცხვის შესახებ (თბილისისთვის 40%), ხოლო ახალი მე-4 პუნქტი ადგენს გასხვისების შემოსავლის 7%-ისა და 3%-ის მიმართვას დასახელებულ უწყებებზე.

  11. 15 მარ. 1997

    21-ე მუხლის შესავალ ნაწილში „მთლიანად“ შეიცვალა ფრაზით „გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, რის გამოც გადასახადების ჩარიცხვა ცენტრალურ ბიუჯეტში კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებით ხდება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 26 აგვ. 2003 · №34

  • 11 ცვლილება · ბოლო 18 სექ. 2003
  • 16 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 44³საქართველოს ადმინი… 58საქართველოს ადმინი… 60¹მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

  • 17საქართველოს რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემა

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

  • 6საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
  • 4საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები
  • 3საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 26გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობების განაწილება
  • 18¹ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება და სხვა გადასახადის გადახდის ანგარიშში გადატანა
  • 10ბიუჯეტის შემოსულობები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 100ერთობლივი შემოსავალი
  • 105შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ

  • 1საქართველოს მოქალაქე თა მონაწილეობა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დადგენაში

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 11საქპატენტის ბიუჯეტი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 12კომისიის ბიუჯეტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1144³5860¹2618¹101001053011764321
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საბიუჯეტო სისტემისა და…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს 2026 წლის …საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს საგადასახა…