აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 31. სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები

რედაქცია №17კონსოლიდირებული · 11 თებ. 2004

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო მინისტრი ხელმძღვანელობს სახელმწიფო კანცელარიას და საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებით შეუძლია შეასრულოს მისი შემდეგი ცალკეული დავალებები: ა) საქართველოს პრეზიდენტთან დღის წესრიგის წინასწარი შეთანხმების შემდეგ მოიწვიოს და თავმჯდომარეობდეს მთავრობის სხდომებს სოციალურ, ეკონომიკის, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე; მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი დღის წესრიგით განხილულ საკითხებზე; ბ) კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენასთან და მის შესრულებასთან დაკავშირებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობას; წარუდგინოს პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი; მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენაში; გ) მონაწილეობა მიიღოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებაში; დ) წარუდგინოს პრეზიდენტს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის განმსაზღვრელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები; ე) კოორდინაცია გაუწიოს სამთავრობო დაწესებულებების ურთიერთობას პარლამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონპროექტების მომზადებას; ვ) მონაწილეობა მიიღოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელების კანდიდატურების შერჩევასა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენაში; ზ) შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის სხვა ცალკეული დავალებები.

2.სახელმწიფო მინისტრი ახორციელებს მე-16 – მე-17 მუხლებით და ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

3.სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი და მოადგილეები.

4.სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს – სახელმწიფო კანცელარიის უფროსს და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო მინისტრის წარდგინებით.

5.სახელმწიფო მინისტრის მოადგილეების რაოდენობას და მათ შორის მოვალეობების განაწილებას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო მინისტრის წინადადებით.

6.სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები მოვალეობათა განაწილების შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებათა ფარგლებში, კოორდინაციას უწევენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა მუშაობას; ახორციელებენ ღონისძიებებს საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულების უზრუნველსაყოფად; წინასწარ განიხილავენ საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარდგენილ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ასრულებენ სახელმწიფო მინისტრის სხვა დავალებებს. საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84-სსმI,50(57),28.12.1999წ.,მუხ.248 კარი IV 1 განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრები საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295-სსმI,17,12.05.2000წ.,მუხ.41

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 12 მაი. 2000-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 სექ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24¹583545517622202829931
მითითებამნიშვნელობით ახლოსაღმასრულებელი ხელისუფლ…საქართველოს მთავრობის …საქართველოს განათლების…საქართველოს კონსტიტუცი…თავდაცვის კოდექსისაქართველოს რესპუბლიკი…